ლეონარდ სნარტს ყავდა მოძალადე მამა რისგამოც ერიდებოდა მას და უმეტესობას მისი დროისა ატარებდა ბაბუასთან რომელიც ყინულის სატვირთო მანქანაში მუშაობდა. როდესაც ლეონარდის ბაბუა გარდაიცვალა მამამისის ძალადობით დაღლილმა ლეონდარდმა გადაწყვიტა კრიმინალური კარიერა დაეწყო და რამოდენიმე ახალგაზრდა ქურდებთან გაერთიანდა ბანდაში. პირველ საქმეზე წასვლისას ისინი შეირაღდნენ რამოდენიმე პისტოლეტით და სათვალეებით. მათთვის სამწუხაროდ ფლეშმა შეაჩერა ისინი და სნარტი მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. თუმცა მიუხედავად ამისა ფლეში ახერხებდა მის შეჩერებას. მაშინ ლეონარდმა წაიკითხა უამრავი ფიზიკის თეორია. ფიზიკის შესწავლის შემდეგ ციკლოტრონის მეშვეობით მან მოიფიქრა თუ როგორ შეენელებინა ფლეში და ეს იყო აბსოლუტური ნულის მიღება ციკლოტრონის ენერგიის დახმარებით. ციკლოტრონის მოპარვის შემდეგ ლეონარდს ლაბორატორიის დაცვა დახვდა. დაცვის თანამშრომელს იარაღის სროლა ლეონარდისთვის განზრახული არ ჰქონდა მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჩახმახს თითი მაინც ჩამოკრა დაცვის თანამშრომელმა და ტყვია მოხვდა ლეონარდის მიერ შემქნილ იარაღს რომელიც ციკლოტრონის ენერგიას მოიხმარდა ამან გამოიწვია იარაღის მოქმედება და ლეონარდ სნარტი მოიხსენიება როგორც პირველი ადამიანი რომელმაც აბსოლუტურ ნოლის ტემპერატურას მიაღწია. შემდეგ მან რამოდენიმე დანაშაული ჩაიდინა მათ შორის შენელებულ ანიმაციაში გაჭედა ქალაქი იმისათვის რომ მერი ვესტზე ექორწინებინა, რომელიც ციხეში გაიცნა , მაგრამ ფლეშმა მოახერხა ამ პროცესის შეჩერება. ბარი ალენის სიკვდილის შემდეგ ის გახდა თავისუფალი მონადირე მის დასთან ლიზასთან ერთად რომელიც ასევე ცნობილია სახელით (Golden Glider).