Wednesday, October 14, 2015

Spider-man (marvel)

გამოცემების ისტორია


1962 წელს, ფანტასტიკური ოთხეულისა და სხვა სუპერგმირების წარმატების შემდეგ სტენ ლიმ, რედაქტორმა და სცენარისტმა, მოიგონა ახალი გმირი. მისი თქმით, ადამიანი ობობის იდეა დაებადა იმიტომ, რომ მოზარდებს მოსწონთ კომიქსები და მას სურდა, რომ მთავარი გმირიც მოზარდი ყოფილიყო. თავის ავტობიოგრაფიაში ლიმ ახსენა, რომ მთავარი ბიძგი მისცა ბუზმა, რომელიც კედელზე დადიოდა. სტივ დიტკოს თქმით, ისტორია უფრო საინტერესოდ ვითარდებოდა — „ადამიან ობობამდე“ პარკერს „ადამიანი-ქორი“ ერქვა, მაგრამ კონკურენტ კომპანიას, DC Comics უკვე ჰყავდა ანალოგიური გმირი. შემდეგი ვარიანტი იყო „ადამიანი-ჭიანჭველა“ და „ადამიანი-ბზიკი“, მაგრამ სწორედ მაშინ, სტივ დიტკომ მოიგონა „ადამიანი ობობა“.
ლიმ მიაკითხა მარტინ გუდმენს, კომპანიიდან „მარველი“, რათა პერსონაჟის შექმნაზე თანხმობა მიეღო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსენა, რომ გუდმენი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, გუდმენმა ლის პერსონაჟის გამოყენების ნება დართო და პარკერის საცდელი გამოჩენა შედგა კომიქსში Amazing Fantasy № 15.

კომერციული წარმატება


ადამიან ობობის გამოჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ გუდმენი თავად დარწმუნდა, რომ ახალგაზრდობა დაინტერესებულია პერსონაჟით. სულ მალე „ადამიანი ობობა“ იქცა „მარველის“ ყველაზე წარმატებულ გამოცემად, ხოლო მისი მთავარი პერსონაჟი — საკულტო გმირად. ერთ-ერთმა მკითხველმა ზუსტად ახსნა, თუ რატომ მოიპოვა მან ასეთი წარმატება — „მას ბევრი უბედურება ატყდება, აქვს ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა. მოკლედ, ერთ-ერთი ჩვენგანია“.
1970-იან წლებში „ადამიან ობობას“ კომიქსებმა შეცვალეს თავად კომიქსებში გაბატონებული კომიქსები — ანუ მოიხსნა აკრძალვა სხვადასხვა თემაზე, როგორიც, მაგალითად, იყო ნარკოტიკი. თუმცა, 1971 წლის სამი ნომერი დაეთმო პიტერ პარკერის მეგობარ ჰარი ოსბორნს, რომელიც ნარკოტიკებით იყო გატაცებული. ეს იყო სპეციალური შეკვეთა ნიქსონის სახელობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განათლების ცენტრიდან — კერძოდ, მათ სურდათ „ანტინარკოტიკული“ გამოცემების ხილვა.

კომიქსების სერიები



წარმატებული დებიუტი შემდეგ ისტორიებმა ადამიან ობობაზე გადაინაცვლეს ცალკეულ გამოცემაში The Amazing Spider-Man (1963). 1972 წელს გამოჩნდა ახალი კომიქსი Marvel Team-Up. 1976 წელს დაიწყო შემდეგი სერია, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ადამიან ობობას — Peter Parker, The Spectacular Spider-Man. მისი გამოცემა მიმდინარეობდა სხვა სერიების პარალელურად.

2007 წლისათვის უკვე გამოდიოდა: «The Amazing Spider-Man»«New Avengers» (ახალი შურისმძიებლები), «The Sensational Spider-Man»,«Friendly Neighborhood Spider-Man»«Spider-Man Family» და სხვა პარალელური და დამატებითი კომიქსები — «Spider-Man Loves Mary Jane»«Marvel Adventures Spider-Man» და «Marvel Adventures: The Avengers».

2007 წლის ნოებრიდან იწხება სტორილაინი „კიდევ ერთი დღე -კედ“ (One More Day) კედ მოიცავს The Amazing Spider-Man #544-545, დაFriendly Neighborhood Spider-Man #24 და Sensational Spider-Man #41, ეს Friendly Neighborhood Spider-Man და Sensational Spider-Man’მის ბოლო ნომრები არიან, სერია Amazing Spider-Man’ი კი უკვე ერტის მაგივართ, სამჯერ თვეში გამოდის


მოგონილი ბიოგრაფია

ორიგინალური ვერსიით, პიტერი უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული ნიუიორკელი მოზარდი იყო. იგი იზრდებოდა ბიძასა და ბიცოლასთან. ერთხელ მას უკბინა რადიოაქტიურმა ობობამ და პიტერის ორგანიზმმა დაიწყო გარდაქმნა. აღმოაჩინა რა საკუთარ თავში ობობისათვის დამახასიათებელი თვისებები (კედლებზე ცოცვა, აბლაბუდის ქსოვა), პიტერმა დაიწყო ბრძოლა ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროსთან. ერთხელ მან ვერ დაიჭირა ქურდი, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიძია ბენ პარკერი მოკლა. ასე რომ, პიტერს კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა — უნდა ეპოვა ბენის მკვლელი. პარალელურად მან დაიწყო გაზეთ „Daily Bugle“-ში მუშაობა, დაქირავებულ ფოტოგრაფად, რომელიც გამოცემას აწვდიდა ფოტოების სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევებიდან. სულ მალე მან აღმოაჩინა, რომ რთულია, ერთმანეთს შეუთავსო პირადი და სუპერგმირის ცხოვრება. მისმა მთავარმა მტერმა, მწვანე გობლინმა შეიტყო, რომ პიტერის საყვარელია გვენ სტეისი. მან მოკლა გვენი. სულიერი ტრავმის შემდეგ პიტერი დაქორწინდა მერი ჯეინ უოტსონზე, ხოლო გამოცემაში Civil War (#2, 2006) მთელ მსოფლიოს გამოუტყდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში.

შესაძლებლობები


ადამიან ობობის კოსტიუმები
დასხივებული ობობის ნაკბენის შემდეგ პარკერის სხეული და ორგანიზმი შეიცვალა, შეიძინა ზეთვისებები. ორიგინალურ ისტორიებში (ლისა და დიტკოს ავტორობით) ადამიანი ობობა დადის კედლებზე, ზეადამიანური ძალა აქვს, გააჩნია „მეექვსე გრძნობა“ (ობობის გრძნობა), რომელიც საშიშროების შესახებ დროულად აუწყებს. პიტერს გააჩნია წონასწორობის გრძნობა, არაჩვეულებრივი სისწრაფე და მოხერხებულობა. 2005 და 2006 წლის სიუჟეტებში იგი დამატებით თვისებებს იძენს — მაგალითად, ბიოლოგიური ქსელის გამოშვება მექანიკურის მაგივრად, მაგრამ 2007 წლის სტორილაინში „One More Day“ პიტერი კარგავს ბიოლოგიური ქსელის გამოშვების უნარს და უბრუნდება მექანიკურ ვებ-შუტერებს.
პიტერი მაღალი ინტელექტით დაჯილდოებული ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ქიმიაში, ფიზიკაში და სხვა მეცნიერებებში. ფიზიკურად პიტერი ყველაზე განვითარებულია „მარველის“ გმირებიდან.
„მარველის“ მთლიანი ისტორიის მანძილზე ადამიანმა ობობამ რამდენიმეჯერ შეიცვალა კოსტიუმი. თუმცა ყველაზე მეტად ცნობილი მისი ცნობილი კოსტიუმი — წითელ-ლურჯ ფერებში, შავ-თეთრი კოსტიუმი და ტექნოლოგიურად სრულყოფილი, რომელიც დამზადებულია ტონი სტარკის მიერ შექმნილი ჯავშნისგან.

მტრები


ადამიან ობობის მტრები
ადამიან ობობას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს. ყველა მათგანი ცდილობს, გზიდან მოიშოროს პიტერი, რათა ბოროტი გეგმები განახორციელოს. მისი მტრებიდან ყველაზე ცნობილებია: მწვანე გობლინიდოქტორი რვაფეხა და ვენომი. აგრეთვე მტრებს შორის არიან: ხვლიკიქამელეონიჰობგობლინიმონადირე კრეივენი, სკორპიონი, ქვიშის კაცი, რინო, მისტერიო, სვავი, ელექტრო, კარნაჟი, კინგპინი, შოკერი, ადამიანი-ჰიდრო და მორლანი. მათი წარმოშობა ან ევოლუცია დაკავშირებულია სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტთან და მათი უმრავლესობა ცხოველების დნმ-ის გამოყენებით შეიქმნა. დრო და დრო ისინი ერთ ჯგუფად ერთიანდებიან, რათა გაუმკლავდნენ ადამიან ობობას.

დამატებითი გმირები



ადამიანი ობობა, დეიდა მეი და მერი ჯეინი
ადამიანი ობობა, თავდაპირველი ჩანაფიქრით, იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გააჩნდა. ამიტომაც კომიქსებში აღწერილია მისი ყოველდღიური ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი და სასიყვარულო ურთიერთობები.
აქ წარმოდგენილია პიტერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სია:
  • დეიდა მეი — პიტერ პარკერის საყვარელი დეიდა, რომელთანაც პიტერი იზრდებოდა მშობლების გარდაცვალების შემდეგ. მეუღლის, ბენ პარკერის გარდაცვალების შემდეგ, იგი პიტერის თითქმის ერთადერთი ნათესავია.
  • გვენ სტეისი — პიტერის სკოლის მეგობარი-გოგონა, რომელსაც მწვანე გობლინ ჰკლავს.
  • ბეტი ბრანტი — გაზეთის Daily Bugle (ქართულენოვან კომიქსში — დღის მაცნე) ჟურნალისტი გოგონა. იგი პიტერზე იყო შეყვარებული.
  • ჯ. ჯონა ჯეიმსონი — გაზეთის Daily Bugle მეპატრონე. იგი ქირაობს პარკერს, რათა ფული გადაუხადოს ადამიან ობობის ფოტოსურათებში. თავად ჯეიმსონს მუდმივად აკრიტიკებს ადამიან ობობას და ცდილობს, მისი თავი ბოროტად გამოაჩინოს.
  • ჯოზეფ ”რობი” რობერტსონი — გაზეთის Daily Bugle რედაქტორი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჯეიმსონზე. მან პრაქტიკულად, მამობა გაუწია პიტერს.
  • მერი ჯეინ უოტსონი — თავდაპირველად იგი გვენ სტეისის კონკურენტი იყო. შემდგომში ოფიციალურად გახდა პიტერის მეუღლე.
  • ფლეშ ტომპსონი — სკოლაში პიტერის მთავარი მტერი, რომელიც მის კარგ მეგობრად იქცა. ტვინის შერყევის გამო მას ამნეზია აქვს, რამაც ოდნავ შეცვალა მისი ფეთქებადი ხასიათი.
  • ჰარი ოსბორნი — სკოლაში პიტერის საუკეთესო მეგობარი, რომელიც შემდგომში მწვანე გობლინად იქცა.
  • შავი კატა — ფელიცია ჰარდი, გამოსწორებული ქურდი, რომელიც ერთხელ შეუყვარდა ადამიან ობობას.

სხვა ვერსიები[რედაქტირება]

აგრეთვე არსებობს ადამიან ობობასთან დაკავშირებული სხვა გამოცემები, ფილმების, თამაშებისა თუ წიგნების სახით.

თამაშები

Spider-Man (2000 წელი) (PSone,PC).ადამიანი ობობა იქცა მრავალი კომპიუტერული თამაშის გმირად, მასზე იყო გამოსული უამრავი თამაში, აქედან შვიდი თამაში გამოუშვეს 3D გრაფიკით :
  • Spider-Man 2 : Enter Electro (2001 წელი)(PSone).
  • Spider-Man: The Movie (2002 წელი) (PS2,XboX,GameCube,PC) ასაღნიშნავია რომ ყოველ პლატფორმაზე თამაში განსხვავებული იყო, მაგალითად დამატებითი პერსონაჟები.
  • Spider-Man 2: The Game (2004 წელი) (PS2,PSP,XboX,GameCube,PC) PSP და PC’ზე კი იყო აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიები, PS2 ვერსიის გაყიდვები იმდენად დიდი იყო რომ Platinum’ს დისკი გამოუშვეს.
  • Ultimate Spider-Man (2005 წელი) (PS2,PSP,XboX,PC).
  • Spider-Man 3: The Game (2008 წელი) (PS2,PS3,PSP,XboX 360,Wii,PC)
  • Spider-Man: Friend or Foe (2007 წელი) (PS2,PS3,PSP,XboX 360,PC)
  • The Amazing Spider-Man (2013 წელი) (PS3,XboX 360,PC)

კინო და ტელევიზია

2002–2007 წლებში გამოვიდა რეჟისორ სემ რეიმის ტრილოგია ადამიანი ობობას შესახებ, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ტობი მაგუაიერმა ითამაშა. რეჟისორი გეგმავდა ფრენჩაიზის გაგრძელებას, თუმცა Columbia Pictures-მა გადაწყვიტა, რომ სურათი თავიდან გადაეღო ახალი რეჟისორითა და მსახიობებიით. 2012 წელს გამოვა რეჟისორმარკ ვების საოცარი ადამიანი ობობა. მაგუაიერს ახალ ფილმში ენდრიუ გარფილდი ჩაანაცვლებს.
ასევე გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო და ანიმაციური სერიალი ადამიან ობობას შესახებ.