Vandal Savage- ის ისტორია იწყება პრე სიტორიული დროიდან, მისი ნამდვილი სახელი იყო Vandar Adg. ზოგიერთი ვერსიით ის 25000წლისაა ხოლო სხვა ვერსიით 50000-ის. ის ქვის ხანაში იყო, ერთ-ერთი ტომის ბელადი და როდესაც მეტეორი ჩამოვარდა მისი თანატომელები გაერიდნენ იაქაურობას, მას არ ეშინოდა ამ უცხო სამყაროდან ჩამოვარდნილი ობიექტის და ცივ ღამეში თბილ მეტეორზე დაიძინა. მხოლოდ 2 ათეული წლის შემდეგ მიხვდა, რომ მეტეორმა ის შეცვალა და მას აღარ ემატებოდა წლები, როდესაც მისი თანატოლები უკვე ბერდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მას ყავს 1000 ობით შვილი და შვილიშვილი თუმცა უმეტესობას ის არ ცნობს და არ თვლის თავის ღირსებად მხოლოდ ერთადერთი შვილი უყვარს, რომელსაც Scandal Savage ქვია.
მას ბევრი სახელი ქონდა დღემდე მისი პირველი შეხება ისტორიასთან იწყება კაენის სახით, როდესაც მან პირველი მკვლელობა ჩაიდინა ადამიანთა ისტორიაში. შემდეგ მოდის ისეთი დიდი სახელები, როგორიცაა მაკედონიელი დამპრყრობელი ალექსანდრე დიდი, რომის პირველი იმპერატორი იულიუს კეისარი,ყველაზე სასტიკი დამპყრობელი მონღოლთა შორის გენგიშ ხანი, მე-19 საუკუნის ინგლისში ცნობილი სერიული მკვლელი "ჯეკ მფატრავი", მეკობრეთა შორის ყველაზე სასტიკი და ცნობილი Blackbeard და მრავალი სხვა... როგორც ხვდებით მას ყოველთვის ქონდა სურვილი სამყაროს დაპყრობისა.
ის არის უდიდესი მტერი სამართლიანობის ლიგის და ჩვენთვის ცნობილი თითქმის ყველა გმირთან მოუწია ბრძოლა სხვადასხვა დროს, უდიდესი გამოცდილებისა და მრავალი წლის ცხოვრებიშ შემდეგ ის გახდა ადამიანთა შორის ყველაზე ჭკვიანი, ფიზიკურადაც ბევრად აღემატება მისი ძალები ადამიანისას და სუპერ ადამიანების ძალებს უტოლდება... მან შეძლო დროის მანქანის გამოგონება და თავის თავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაუგზავნა ნოუთბუქი, სასდაც იყო სრული ინფორმაცია მომავალზე და ტექნოლოგიებზე, რათქმაუნდა მან ამის დახმარებიტ დაიპყრო მთელი მსოფლიო და გახდა უდიდესი დიქტატორი, თუმცა სამართლიანობის ლიგამ შეძლო მისივე მოწყობილობით დაბრუნებულიყვნენ უკან და დაემტვრიათ ეს ნოუთბუქი. მას კიდევ მრავალსჯერ ქონდა მსგავსი გეგმები და სხვადასხვა კომიქსში წარმატებითაც... ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება შეგიძლიათ იხილოთ ფილმში Justice League: Doom
მისი უმთავრესი მოწინააღმდეგე და მუდმივი მტერი იყო Immortal Man, რომელიც ასევე უკვდავია და იგივე მეტეორისგან აქვს ძალა და ჯერ კიდევ იმ დღეებში ებრძოდნენ ერთმანეთს, როდესაც არც კი წარმოედგინათ ასეთი ძალის არსებობა. მეორე ასევე უკვდავი მტერი, რომელიც მასე ყველაზე მეტად ძულს არის Resurrection Man.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედი რაც კი ახსოვს DC-სამყაროს. ის ყოველთვის თვლიდა, რომ ამ სამყაროს ბატონობა მისი მოწოდებაა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა...
მისი შემქმნელები არიან: მარტინ ნოდელი და ალფრედ ბასტერი, პირველად კი გამოჩნდა კომიქსში: Green Lantern #10 - The Man Who Wanted the World!