Saturday, November 7, 2015

დედფული კლავს მარველის სამყაროს - განხილვა


დედფული კლავს მარველის სამყაროს - განხილვა

დედფული დიდი პოპულარობით სარგებლობს მარველის ფანებს შორის, როგორც ყველაზე შეშლილი და მაგარი დაქირავებული მკვლელი. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შავი იუმორით, რითაც გამოირჩევა კომიქსების პერსონაჟებისგან. ამ სერიაში ავტორები რატომღაც ცვლიან დედფულის თვისებებს, რის გამოც დედფულს თავში აუვარდა. ახლა დედფულის აქვს მხოლოდ ერთი მიზანი.. მან უნდა მოკლას მარველის ყველა გმირი. შესძლებ იგი ამას?

კომიქსის გვერდებზე გამოჩნდა ძლიერი მაყურებელი, რომელიც ყვება რომ მილიონობით სამყაროდან ერთერთში არიან იქს ადამიანები და ისინი ათავსებენ დედფულს ფსიქიატრიულ საავანდმყოფოში. მას აწამებენ და წამების შედეგად საბოლოოდ იშლება ჭკუიდან, რის შემდეგაც ის წვავს საავანდმყოფოს, კლავს თავის ზედამხედველს, ტეხავს მეოთხე კედელს და გარბის იმისთვის, რომ ინადიროს სუპერგმირებზე. კომიქსის პირველი ნაწილი არ იყო მაინცდამაინც საინტერესო, მაგრამ მისი მიზანი ის იყო, რომ შეგვქმნოდა შთაბეჭდილება თუ რა ხდებოდა. რაც შემდეგ ნაწილებში მოხდა არის ნამდვილი სისხლიანი ომი.

„შენ აწყენინე ჰალკის მეგობრებს“
გიყვართ ადამიანი ობობა? დედფულმა, მისი ტვინით მორთო ქუჩები. მოგწონთ თორი? ის გაჭყლეტილია თავისივე ჩაქუჩით. ჰალკიც კი მკვდარია. ავტორების ჩანაფიქრით ამ სერიაში სუპერგმირების სიკვდილმა უნდა მოუნადიროს მკითხველთა გული. მაგრამ, მასიურმა მკვლელობებმა არარეალური გახადა ეს კომიქსი. რადგან ეს სახელგანთქმული გმირები არ შეილება ისე ადვილად კვდებოდნენ, როგორც ბუზები. ორი სამი გვერდი და მომდევნო სუპერგმირი მკვდარია. თითოეული მათგანი უშვებს ისეთ შეცდომებს რომ გაგიკვირდება აქამდე როგორ იცოცხლეს. დედფული კლავს ერთმანეთის მიყოლებით. რატომ?, იმიტომ რომ რაღაც ხმა კარნახობს, რომ მოკლას. მთლიანად კომიქსი მიძღვნილია ამ მკველობებს.

 
„ნანატრი ბრძოლა სამურავსა და დედფულს შორის“
დახოცილი სუპერგმირების ახლობლებმა, დაიქირავეს Taskmaster-ი რომ მოკლას დედფული.  Taskmaster-მა ტრაბახის გამო, დახოცა იქს ადამიანები. ის ამას აკეთებს ძალიან სწრაფად. ამაშია კომიქსის მთავარი მინუსი. დედფული ათობით გმირებს კლავს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამ კომიქსის ავტორები ისე გაერთნენ ამ კველობებით რომ ყველა გვერძე მკველობაა ასახული. მთავარი გმირის ეს თვისებები ქმნიან ისეთ კომიქს, რომელშიც უკვე წინასწარ ვიცით რა მოხდება. ამის შემდეგ უკვე ხვდები, რომ კომიქსი აღარ შემოგთავაზებს არაფერ ახალს. მარტო სწრაფ და სულელურ მკვლელობებს. მეორე მინუსი არის ის რომ დედფულის ხასიათია შეცვლილი. ჩვენ დედფული იუმორის გამო გვიყვარდა, აქ კი იგი ნაჩვენებია გაბოროტებულ მანიაკად. გაუგებარია რატომ შეცვალეს ავტორებმა დედფულის ტრადიციული ხასიათი და რატომ გადააქციეს იგი სისხლისმსმელ შეშლილად. უფრო საინტერესო იქნებოდა იმის ყურება თუ როგორ ეღადავება დედფული სუპერგმირებს. ამის მაგივრად არის აფეთქება, თავის მოჭრა და წამება.

 

„ბოლო ნაწილის განხილვა“
ავტორები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ დედფული აღარ არის ისეთი როგორიც  ადრე იყო. ის ახლა სერიოზული და დაუთმობელია. ჩვენ ესეთი დედფული არ გვჭირდება. კომიქსი სავსეა ისეთი პერსონაჟებით რომლებიც ძვლებს ამტვრევენ მოწინააღმდეგეებს, ასეთია ერთ-ერთი პერსონაჟი „დამსჯელი“, მაგრამ საბოლოოდ ისიც კვდება. ნუთუ მარველის ყველა სუპერგმირი ისეთი სულელია, რომ ესე ადვილად კვდება. ერთადერთი იმედი იყო ბრძოლა დედფულსა და Taskmaster-ს შორის. იყო იმის მოლოდინი რომ დედფული დამარცხდებოდა. Taskmaster-მა ეს მოახერხა. შეხვედრის დროს მათ ერმანეთს რამოდენიმე სიტყვა უთხრეს, შემდეგ კი ბრძოლა დაიწყეს. არ შეიძლება იმის თქმა რომ ბოლოს იმედგაცრუებულები დავრჩით. არც დადებითი მხარეების დავიწყება შეიძლება: ვნახეთ ბევრი სუპერგმირი; მძაფრი სცენები. განსაკუთრებით კარგი იყო მხატვრების ნამუშევრები.
„დასკვნა“
ეს არის სწრაფი ლამაზი კომიქსი. აქ არ არის ინტრიგა. არის მარტო დედფული რომელიც ქარივით დაჰქრის მარველის სამყაროში და მკვდრებს უკან იტოვებს.

ავტორი: გიორგი ფასიეშვილი.
სხვა გვერდზე გადატანის შემთხვევაში მიუთითეთ წყარო.