მრავალი წლის შემდეგ, როგორც იქნა სონიმ ,,ადამიანი ობობა” კვლავ მარველს დაუბრუნა და ნება მისცა თავად გადაეღო ფილმი დიდი ეკრანებისთვის. როდის გამოვა და ვინ მიიღებს მონაწილეობას? ჯერ კიდევ უსახელო ,,ადამიანი ობობას”, ეკრანებზე ვიხილავთ 2017 წლის 28 ივლისს. მაგრამ თქვენ 2017 წლამდე არ მოგიწევთ ლოდინი იმისათვის, რომ ტომ ჰოლანდი იხილოთ პიტერ პარკერის როლში, რადგან იგი პირველად ფილმ ”Captain America: Civil War”-ში გამოჩნდება 2016 წელს, შემდეგ კი საკუთარ სოლო ფილმში, უკვე 2017 წელს. როგორც ამბობენ ჰოლანდს ზუსტად ის ათლეტიზმი და თვისებები აქვს, რაც ადამიან ობობას სჭირდება. დეიდა მეის როლს კი Marisa Tomei შეასრულებს . მესამე ნაწილს Sony-ის მაგივრად ახლა უკვე Marvel-ი იღებს, მათი გეგმები კი ცოტატი სხვანაირია. Marvel-ის გმირი მის წინამორბედებთან შედარებით უფრო ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ სკოლაშია. ჰოლანდი ყველაზე ახალგაზრდა ,,ადამიანი ობობაა” ისტორიაში