ჰიუ ჯეკმანი ცნობილია ფილმით ,,იქს-ადამიანები”, თუმცა მის საყვარელ გმირს მსახიობი უკვე გამოემშვიდობა. როგორც ცნობილია, აპირებენ ,,იქს-ადამიანების” რიმეიქის გადაღებას განახლებული სცენარით. გახშირდა კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მთავარი მოქმედი გმირი. MTV-თან ინტერვიუს ჩაწერისას, მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:,,ამაზე ბევრი არც მიფიქრია. ამ კითხვას ძალიან ხშირად მისვამენ, მაგრამ იცით რა? არ მინდა, რომ სტუდიაში ჩემი გმირის შემცვლელის პოვნა ძალიან გაუადვილდეთ.“ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კი კითხვაზე, თუ ვინ წარმოედგინა მის მაგივრად ახალგაზრდა მუტანტის როლის შემსრულებლად, ჯეკმანმა არჩევანი გააკეთა.,,ის, რა თქმა უნდა, ჩემზე ახალგაზრდაა. ვფიქრობ, ტომ ჰარდი შესანიშნავი მუტანტი იქნება.”ჰარდისთვის უცხო არ არის ეს ჟანრი. ის უკვე ვიხილეთ ფილმში ,,მუქი რაინდის აღზევება”, ბეინის როლში. გახდება თუ არა ამჯერად ტომ ჰარდი მუტანტი, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.