Thursday, October 15, 2015

ადამიანი-ობობა სამოქალაქო ომს უერთდება

ადამიანი-ობობა სამოქალაქო ომს უერთდებატომ ჰოლანდი, „მარველის“ რჩეული ადამიანი-ობობას როლზე, ოფიციალურად დაემატა „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომის“ კასტს, უფრო მეტიც, ის უკვე შეუერთდა გადამღებ ჯგუფს გერმანიაში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, გადაღებები სრული სვლით მიმდინარეობს. ტომის სცენების გადაღება სავარაუდოდ უკვე ამ კვირაში მოხდება, რაც თავის მხრივ, ადასტურებს, რომ პიტერ პარკერს ამ ისტორიაში უფრო დიდი როლი აქვს, ვიდრე დღემდე ირწმუნებოდნენ.


ჰოლანდის მონაწილეობა D23 ექსპოს პრეს-რელიზშია დადასტურებული. გარდა ამისა, თავისი ფილმის, In the Heart of the Sea რეკლამირებისას ინტერვიუში ჰოლანდმა პირველი საჯარო, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი კომენტარი გააკეთა მის მიერ ადამიანი-ობობას როლის მიღებაზე:
მკაცრად ვარ გაფრთხილებული, რომ ამ საკითხზე არანაირი პასუხის უფლება არ მაქვს. ძალიან ვწუხვარ. დამიჯერეთ, ძალიან მინდა გიპასუხოთ, თუმცა აი, ახლაც ვგრძნობ ერთი ადამიანის მზერას, რომელშიც იკითხება: „არა!“
და ბოლოს, D23-ის პრეზენტაციაზე კევინ ფაიგმა დაადასტურა, რომ „სამოქალაქო ომის“ გადაღებები სულ მალე დასრულდება, და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ლაიპციგში ამჟამად თუ ფილმის ფინალის არა, ფინალური ბრძოლის გადაღება მაინც მიმდინარეობს. და ადამიანი-ობობას მონაწილეობა ამ გრანდიოზულ ამბავში მხოლოდ სიხარულის საფუძველს იძლევა.
ესეც ინსტაგრამზე ფანების მიერ გაზიარებული ტომის ფოტოები ლაიპციგიდან: