როგორც ცნობილია, მომოას აკვამენი კომიქსებისაგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, ამიტომ ნუ დაელოდებით თქვენთვის უკვე ნაცნობ კოსტიუმებსა და ფერებს.
როგორც თავად აკვამენმა ჯეისონ მომოამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, უპირატესობა მწვანესა და ნარინჯისფერს მიენიჭება, გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კოსტიუმის ცვლილებამ პერსონაჟის საშიშ იერზეც იმოქმედა.
როგორც თავად აკვამენმა ჯეისონ მომოამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, უპირატესობა მწვანესა და ნარინჯისფერს მიენიჭება, გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კოსტიუმის ცვლილებამ პერსონაჟის საშიშ იერზეც იმოქმედა.
„ვფიქრობ, რომ ის ახლა უფრო აღელვებული და განრისხებულია, ნახეთ რა ხდება ჩვენ ოკეანეებში? ეს მისი სამყაროა და ის მოწამლულია!..““Batman v Superman” დიდ ეკრანებზე 2016 წლის 25 მარტს გამოვა, რაც შეეხება „აკვამენს“, მისი პრემიერა 2018 წლის 27 ივლისისათვის იგეგმება.