Friday, October 16, 2015

ჰენრი კევილის კომენტარი Wonder Woman-ზე

ჰენრი კევილის კომენტარი Wonder Woman-ზე
მილიონობით ფანი ელოდება ეკრანებზე Batman v. Superman: Dawn of Justice-ს გამოსვლას, რომელიც არამხოლოდ ამ ორი სუპერგმირის ეპიკური დაპირისპირებით არის საინტერესო, არამედ იმითაც, რომ როგორც იქნა, მათ DC Comics-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, Wonder Woman (გალ გადოტი) შეუერთდება.
ისრაელში (რომელიც გალ გადოტის სამშობლოა) The Man from U.N.C.L.E. სარეკლამო ტურის დროს ინტერვიუში ჰენრი კევილმა (კლარკ კენტი/სუპერმენი) მოკლე კომენტარი გააკეთა თავისი ეკრანული პარტიონრის შესრულებაზე. მან იხუმრა, რომ Wonder Woman-ის როლი თავდაპირველად მას შესთავაზეს, და სიამოვნებით მოირგებდა მის კაბას, მაგრამ გალმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას.
ჰენრი კევილმა განაცხადა :
Wonder Woman მისი შესრულებით მართლაც საოცარია, აბსოლუტურად ფანტასტიკური“ 
მის სიტყვებში პირადად დარწმუნების საშუალება კი რიგით მაყურებელს მომავალი წლის 25 მარტიდან ექნება.

0 comments:

Post a Comment