კაპიტანი ამერიკა მარველის ერთ-ერთი ყველაზე ამტანი სუპერგმირია. 2016 წელს მასზე უკვე მესამე პერსონალური ფილმი გამოვა. მან კომიქსის უმეტეს პერსონაჟთან შედარებით ბევრი ცვლილება განიცადა. ფორმალურად იგი 'შურისმაძიებლების' მეოთხე ნომერში გამოჩნდა. გთავაზობთ 10 საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტს, რომლებიც კაპიტან ამერიკაზე უნდა იცოდეთ:
1. მას უმეტესად ‘სუპერ ამერიკელს’ ეძახდნენ
პერსონაჟი ჯო საიმონმა და ჯეკ კირბიმ 1940 წელს შექმნეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის გამოხმაურება. შეერთებული შტატები ჯერ ომში არ იყო ჩართული, საიმონსა და კირბის სურდათ, შეექმნათ პერსონაჟი ძლიერი პოლიტიკური შეხედულებით, რომელიც გამოხატავდა მათ გრძნობებს, თუ რატომ უნდა ჩართულიყო ქვეყანა ომში. პატრიოტი სუპერგმირები იმ დროისთვის უკიდურესად პოპულარული იყო.
როდესაც საიმონმა პერსონაჟის სკეჩი შექმნა, ზედ ‘სუპერ ამერიკელი’ დააწერა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არ იმუშავებდა, რადგან გამოცემაში უკვე ბევრი ‘სუპერ’ პერსონაჟი იყო, ასე რომ სახელად ‘კაპიტანი ამერიკა’ შეურჩიეს. ახალი სუპერგმირისთვის იშვიათად აკეთებდნენ ასე, მაგრამ კაპიტანს პერსონალური კომიქსი ჰქონდა, რომელიც 1941 წლის მარტში გამოვიდა, რომლის გარეკანზეც იგი ჰიტლერს სახეში მუშტს ურტყამდა. კომიქსის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც აპროტესტებდა და ამ პროტესტმა ისეთი ინტენსიური სახე მიიღო, რომ Timely Comics-ის ოფისებს ნიუ-იორკის მერმა დაცვა მიუჩინა.
2. მისი პირველი ეკრანიზაცია 1944 წელს სერიალის სახით გამოვიდა
1944 წელს, როდესაც კაპიტანი ამერიკა ჯერ კიდევ სარგებლობდა პოპულარობით, გამოვიდა შავ-თეთრი სერიალი, რომელშიც კაპიტანი ამერიკის როლს დიკ პარსელი ასრულებდა, ხოლო მისი მდივანი ლორნა გრეი იყო. სერიალმა კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. პერსონაჟთან დაკავშირებულმა ბევრმა მახასიათებელი, მათ შორის ფარი, სუპერ-ჯარისკაცის შრატი და მისი თავდაპირველი იდენტობა, როგორც სტივ როჯერსი, შემდგომ ფილმებში, სატელევიზიო შოუებსა და კომიქსებში სხვადასხვა გზით შენარჩუნდა.
3. სუპერ-ჯარისკაცის შრატმა მას სიძლიერეზე გაცილებით მეტი მისცა
სტივ როჯერსის ამბავი ალბათ უმეტესობამ იცით – ახალგაზრდა კაცი ნიუ-იორკიდან, რომელიც ცდილობს, არმიაში ჩაეწეროს, მაგრამ ცუდი ჯანმრთელობის გამო არ იღებენ, თუმცა, მისცეს სუპერ-ჯარისკაცის შრატი, რომელმაც იდეალური ადამიანის თვისებები სრულიად მიანიჭა. შრატმა მას არა მხოლოდ ადამიანური სიძლიერე, სისწრაფე, ამტანიანობა და რეფლექსები მიანიჭა, არამედ წარმოუდგენლად მარჯვე და ცოცხალი გახადა. მას შეუძლია ტყვიაზე სწრაფად დაინახოს და თავიდან აირიდოს ისინი, მას ასევე შესწევს უნარი, უცებ განიკურნოს. შრატმა მას გონებრივი შესაძლებლობები ისე გაუზარდა, ფაქტიურად გენიოსი გახდა და უსწრაფესად შეუძლია პრობლემების გადაჭრა. იგი რამდენიმე უცხო ენაზეც გამართულად მეტყველებს და, ყველაფერთან ერთად, მსახიობური ნიჭითაც დაჯილდოვებულია.
4. მისი ფარი ყოველთვის ვიბრანიუმის ფრისბი არ ყოფილა
კაპიტნის თავდაპირველი იარაღი ვარსკვლავებიან-ზოლებიანი სამკუთხა ფარია. თუმცა, Archie Comics-ს უკვე ჰყავდა თავისი პატრიოტი სუპერგმირი სახელად ‘The Shield’ და კაპიტანი ამერიკის იარაღი ამ პერსონაჟთან იგივდებოდა. ასე რომ საიმონმა და კირბიმ შექმნეს ახალი ფარი, სწორედ ისეთი, როგორადაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.
5. კაპიტანი ამერიკა ყოველთვის სტივ როჯერსი არ ყოფილა
როჯერსი თავდაპირველი პერსონაჟისგან მთლიანად შეიცვალა, დღევანდელ სტივამდე რამდენიმე კაპიტანი ამერიკა არსებობდა. ერთი ვერსიის თანახმად, ის უილიამ ნესლენდი იყო, რომელიც როჯერსისა და ბარნსის ომში გაუჩინარების დროს კაპიტანი ამერიკა უნდა გამხდარიყო. მეორე ვერსიის მიხედვით, ის ჯეიმს ბაჩენენი იყო, რომელიც როჯერსის სიკვდილის შემდეგ ითავდებდა ფორმიანი მეგობრის როლს. მარველის დღევანდელ კომიქსებში ოფიციალური კაპიტანი ამერიკა სემ უილსონია.
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი ამერიკის იდენტობა რამდენჯერმე შეიცვალა, მისი იდეალები – სიმამაცე, თავისუფლება, სამართიანობა, მკაცრად დაცულია.
6. კაპიტანი ამერიკა შურირისმაძიებლების თავდაპირველი წევრი არ არის
შურისმაძიებლების თავდაპირველ შემადგენლობაში კაპიტანი ამერიკა არ შედის. გუნდმა ის ‘შურისმაძიებლების’ მეოთხე კომიქსში ყინულში ჩამარხული იპოვეს. კაპიტანმა ამერიკამ ჰალკის ადგილი დაიკავა მას შემდეგ, რაც იგი თავისი უკონტროლო ძალების გამო გუნდიდან წავიდა.
7. კაპიტანი ამერიკა არც ნაციონალისტია და არც შოვინისტი
კაპიტანმა ამერიკამ დიდი გზა გამოიარა მას შემდეგ, რაც პრო-ომის პერიოდმა და პრო-ამერიკულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა მისი პერსონაჟის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ როჯერსს უყვარს თავისი ქვეყანა, ზოგჯერ მთავრობის ბრძანებებს აღარ ასრულებს, თუ მათი ქმედებები და რწმენები მის საკუთარს არ ემთხვევა. როჯერსი ომშიც დაიხევს უკან, თუ გააანალიზებს, რომ ომი ხალხს ზიანს მოუტანს.
8. კრის ევანსს როლზე დამტკიცებამდე სამჯერ უთხრეს უარი
კრის ევანსი ‘შესანიშნავ ოთხეულში’ ჯონი სტორმს თამაშობდა და, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მას სტივ როჯერსის როლზე უარი უთხრეს. ინტერვიუში ევანსმა თქვა:
“შიში იყო, შენ შენი ცხოვრების მომდევნო ექვსი, შვიდი, რვა წლის გადაწყვეტილებას იღებ…’
მოგვიანებით კი აღნიშნა:
“რაც უნდა გაშინებდეს, გადაეშვი მასში… და წარსულში რომ გავიხედო, ეს რომ არ გამეკეთებინა, ჩემს თავს წიხლებს ჩავაზელდი, რადგან ეს საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია…. სტივ როჯერსის ამბავი დიდებულია. ის დიდებული ადამიანია.’
კაპიტანი ამერიკის როლზე განიხილებოდნენ რაიან ფილიპსი, ჯონ კრასინკი, ჩენინგ ტატუმი და ჩეის კროუფორდი.
9. კაპიტანი ამერიკა სიამოვნებით სარგებლობს თავისი რომანტიკული ნაწილით
ფილმებიდან ადამიანთა უმრავლესობამ იცის როჯერსის რომანი პეგი კარტერთან, რომელიც ტრაგიკულ ვითარებაში შეწყდა, მაგრამ კომიქსებში ურთიერთობამ უბრალოდ მარცხი განიცადა და უფრო მეგობრულში გადაინაცვლა.
თუმცა, ეს არ ყოფილა კაპიტნის ერთადერთი იერიში რომანტიკულ ხლართებში. როჯერსს პეგის დასთან, შერონ კარტერტანაც ჰქონდა ურთიერთობა.
მისი სხვა რომანტიკული ინტერესები სკარლეტ უიჩი და ბერნი როზენტალი იყვნენ, ადვოკატი, რომელიც 1980 წელს ჩნდება კომიქსში. ანიმაციურ ფილმში ‘Next Avengers: Heroes of Tomorrow’ ჯეიმს როჯერსი კაპიტანი ამერიკისა და შავი ქვრივის შვილია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ალტერნატიული სინამდვილე, რომლის მიხდვითაც, როჯერსი რკინის ქალზეა დაქორწინებული.
10. მან დაამტკიცა, რომ ღირსეულია
როგორც იცით, თორის ჩაქუჩის აწევა მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ. როჯერსმა კი დაამტკიცა, რომ ღირსეულია – მან შეძლო ჩაქუჩის აწევა. ეს მოხდა 1988 წელს, როდესაც კაპიტნის იდენტობა უყალიბდებოდა. კაპიტანმა ის, როგორც ჯენტლმენს შეეფერება, ხელიდან ხელში გადასცა თორს. როჯერსმა მოგვიანებითაც ასწია მიოლნირი, როდესაც ჩაქუჩი შემთხვევით დაეცა დედამიწაზე.