Black Flash - შავი ფლეში ასრულებს სიკვდილის როლს მათთვის ვინც ფლობს სუპერ სისწრაფეს,იგი მათ ძალებს აბრუნებს ამ ენერგიის წარმოქმნისწყაროსთან. იგი პირველად ნახეს მაშინ როდესაც მოკვდა ბარი ალენი და ჯონი ქუიქი, ასევეიგი გამოჩნდა რამოდენიმეჯერ როდესაც MaxMercury-ი იყო სიკვდილის პირას. შავი ფლეში არსებობის მიზეზი არის შემდეგი: სუპერსწრაფებივერ ხვდებიან ჩვეულებრივი სიკვდილის ხელში სუპერ სისწრაფის გამო ამიტომ ისინი მიყავსსუპერსისწრაფის მქონე სიკვდილს შავ ფლეშს. როდესაც იგი მივიდა ვოლი უესთის წასაყვანად,მან შემთხვევით წაიყვანა ვოლის გერლფრენდი ლინდა პარკი. მოგვიანებით ის ისევ დაბრუნდარათა კვლავ წაეყვნა ვოლი, ამიტომ მან გაყინა დრო მათთვის ვინც ფლოდა სუპერ სიჩქარეს.მაქს მერკური, ჯეი გერიკი და ჯესი ქუიკი მან გაყინა ყველა რათა მიეპყრო ვოლის ყურადღება.ვოლიმ საბოლოოდ დაამრაცხა იგი დროის დასასრულისკენ რბოლაში სადაც სიკვდილს უკვე არანაირიმნიშვნელობა არ ქონდა, ამიტომაც შავი ფლეში გაქრა. ამის შემდეგ მომდევნო შავი ფლეშიგახდა აწ გარდაცვლილი ბარი ალენი. რომელმაც ჩაიცვა პროფესორი ზუმის შავი ფანარის ფორმა.
Saturday, April 23, 2016
ახალი X ფილმი: "The new mutants"
Posted on 8:45 AM by dmitry
HitFix-ის ინფორმაციით, Fox-მა უკვე აირჩია ორი მსახიობი “New Mutans” კომიქსის ეკრანიზაციისთვის, რომელსაც ჯოშ ბუნი (Josh Boone) გადაიღებს. მაქცია მუტანტს სახელად “Wolfsbane” ითამაშებს Game Of Thrones-ს ვარსკლავი, მეისი უილიამსი (Maisie Williams), კოლოსის (Colossus) მაგიური ძალების მქონე დაიკოს-მეჯიკს (Magik) ანია ტეილორ-ჯოი (Anya Taylor-Joy). მათ გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის უკვე ნაცნობი, ალექსანდრა შიპის (Alexandra Shipp) შტორმი (Storm) და ჯეიმს მაკევოის (James McAvoy) პროფესორი იქსი (Professor X).
კომიქსი “The New Mutants” მოგვითხრობს ახალგაზრდა მუტანტების თავგადასავლებზე, ამ კომიქსით კრის კლერემონტს უნდოდა შეევსო უკვე გაზრდილი იქს-ადამიანების დატოვებული სიცარიელე ამ კატეგორიაში. პირველი გუნდი შედგებოდა ისეთი პერსონაჟებისგან, როგორიცაა: Canonball, Karma, Mirage, Sunspot და უკვე ნახსნენები Wolfsbane და Magik. ამ ინფრომაციის მიხედვით ფილმი ორიგინალური გუნდის ისტორიებზე იქნება დაფუძნებული.
Saturday, November 7, 2015
დედფული კლავს მარველის სამყაროს - განხილვა
Posted on 7:57 AM by Anonymous
დედფული კლავს მარველის სამყაროს - განხილვა
დედფული დიდი პოპულარობით
სარგებლობს მარველის ფანებს შორის, როგორც ყველაზე შეშლილი და მაგარი დაქირავებული
მკვლელი. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შავი იუმორით, რითაც გამოირჩევა კომიქსების
პერსონაჟებისგან. ამ სერიაში ავტორები რატომღაც ცვლიან დედფულის თვისებებს, რის გამოც
დედფულს თავში აუვარდა. ახლა დედფულის აქვს მხოლოდ ერთი მიზანი.. მან უნდა მოკლას მარველის
ყველა გმირი. შესძლებ იგი ამას?
კომიქსის გვერდებზე
გამოჩნდა ძლიერი მაყურებელი, რომელიც ყვება რომ მილიონობით სამყაროდან ერთერთში არიან
იქს ადამიანები და ისინი ათავსებენ დედფულს ფსიქიატრიულ საავანდმყოფოში. მას აწამებენ
და წამების შედეგად საბოლოოდ იშლება ჭკუიდან, რის შემდეგაც ის წვავს საავანდმყოფოს,
კლავს თავის ზედამხედველს, ტეხავს მეოთხე კედელს და გარბის იმისთვის, რომ ინადიროს
სუპერგმირებზე. კომიქსის პირველი ნაწილი არ იყო მაინცდამაინც საინტერესო, მაგრამ მისი
მიზანი ის იყო, რომ შეგვქმნოდა შთაბეჭდილება თუ რა ხდებოდა. რაც შემდეგ ნაწილებში მოხდა
არის ნამდვილი სისხლიანი ომი.
„შენ აწყენინე ჰალკის მეგობრებს“
გიყვართ ადამიანი
ობობა? დედფულმა, მისი ტვინით მორთო ქუჩები. მოგწონთ თორი? ის გაჭყლეტილია თავისივე
ჩაქუჩით. ჰალკიც კი მკვდარია. ავტორების ჩანაფიქრით ამ სერიაში სუპერგმირების სიკვდილმა
უნდა მოუნადიროს მკითხველთა გული. მაგრამ, მასიურმა მკვლელობებმა არარეალური გახადა
ეს კომიქსი. რადგან ეს სახელგანთქმული გმირები არ შეილება ისე ადვილად კვდებოდნენ,
როგორც ბუზები. ორი სამი გვერდი და მომდევნო სუპერგმირი მკვდარია. თითოეული მათგანი
უშვებს ისეთ შეცდომებს რომ გაგიკვირდება აქამდე როგორ იცოცხლეს. დედფული კლავს ერთმანეთის
მიყოლებით. რატომ?, იმიტომ რომ რაღაც ხმა კარნახობს, რომ მოკლას. მთლიანად კომიქსი
მიძღვნილია ამ მკველობებს.
„ნანატრი ბრძოლა სამურავსა და დედფულს შორის“
დახოცილი სუპერგმირების
ახლობლებმა, დაიქირავეს Taskmaster-ი
რომ მოკლას დედფული. Taskmaster-მა ტრაბახის გამო, დახოცა იქს ადამიანები. ის
ამას აკეთებს ძალიან სწრაფად. ამაშია კომიქსის მთავარი მინუსი. დედფული ათობით გმირებს
კლავს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამ კომიქსის ავტორები ისე გაერთნენ ამ კველობებით
რომ ყველა გვერძე მკველობაა ასახული. მთავარი გმირის ეს თვისებები ქმნიან ისეთ კომიქს,
რომელშიც უკვე წინასწარ ვიცით რა მოხდება. ამის შემდეგ უკვე ხვდები, რომ კომიქსი აღარ
შემოგთავაზებს არაფერ ახალს. მარტო სწრაფ და სულელურ მკვლელობებს. მეორე მინუსი არის
ის რომ დედფულის ხასიათია შეცვლილი. ჩვენ დედფული იუმორის გამო გვიყვარდა, აქ კი იგი
ნაჩვენებია გაბოროტებულ მანიაკად. გაუგებარია რატომ შეცვალეს ავტორებმა დედფულის ტრადიციული
ხასიათი და რატომ გადააქციეს იგი სისხლისმსმელ შეშლილად. უფრო საინტერესო იქნებოდა
იმის ყურება თუ როგორ ეღადავება დედფული
სუპერგმირებს. ამის მაგივრად არის აფეთქება, თავის მოჭრა და წამება.
„ბოლო ნაწილის განხილვა“
ავტორები აქცენტს
იმაზე აკეთებენ, რომ დედფული აღარ არის ისეთი როგორიც ადრე იყო. ის ახლა სერიოზული და დაუთმობელია. ჩვენ
ესეთი დედფული არ გვჭირდება. კომიქსი სავსეა ისეთი პერსონაჟებით რომლებიც ძვლებს ამტვრევენ
მოწინააღმდეგეებს, ასეთია ერთ-ერთი პერსონაჟი „დამსჯელი“, მაგრამ საბოლოოდ ისიც კვდება.
ნუთუ მარველის ყველა სუპერგმირი ისეთი სულელია, რომ ესე ადვილად კვდება. ერთადერთი
იმედი იყო ბრძოლა დედფულსა და Taskmaster-ს
შორის. იყო იმის მოლოდინი რომ დედფული დამარცხდებოდა. Taskmaster-მა ეს მოახერხა. შეხვედრის დროს მათ ერმანეთს
რამოდენიმე სიტყვა უთხრეს, შემდეგ კი ბრძოლა დაიწყეს. არ შეიძლება იმის თქმა რომ ბოლოს
იმედგაცრუებულები დავრჩით. არც დადებითი მხარეების დავიწყება შეიძლება: ვნახეთ ბევრი
სუპერგმირი; მძაფრი სცენები. განსაკუთრებით კარგი იყო მხატვრების ნამუშევრები.
„დასკვნა“
ეს არის სწრაფი ლამაზი
კომიქსი. აქ არ არის ინტრიგა. არის მარტო დედფული რომელიც ქარივით დაჰქრის მარველის
სამყაროში და მკვდრებს უკან იტოვებს.
ავტორი: გიორგი ფასიეშვილი.
სხვა გვერდზე გადატანის შემთხვევაში მიუთითეთ წყარო.
Sunday, October 18, 2015
Marvel TV და Fox ახალ სერიალზე იმუშავებენ
Posted on 5:59 AM by Anonymous
მარველმა და ფოქს-მა დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა, სახელით – „ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი“. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა The Hollywood Reporter.
სიუჟეტის ცენტრში, რომელიც მიმდინარეობს 1960-იან წლებში, არის ახალგაზრდა სპეც-აგენტი, რომელიც გაიგებს, რომ ქალი, რომელსაც აქვს ზებუნებრივი ძალები, აპირებს მსოფლიოს დაპყრობას და უერთდება საიდუმლო საზოგადოებას ამავე სერიალის სახელით.
სცენარს დაწერენ პატრიკ მაკ-კეი და ჯონ მეინი. აღმასრულებელი პროდიუსერის როლებს გაინაწილებენ ლორენ შულერ ნოდერი, ბრაიან სინგერი, საიმონ კინბერგი და ჯეფ ლოები.სერიალის კომიქსი პირველად გამოვიდა 1980 წელს. თვითონ საზოგადოების წევრები კი არიან ადამიანები იქსის 2011 წლის ფილმში.
საინტერესოა, რომ თუ ფოქსი ჩაებმება ამ პროექტში და თან გაახანგრძლივებს სერიალ „გოთემს“, არხს ექნება ორი დრამა ორი კონკურენტიდან – DC Comics და Marvel
Saturday, October 17, 2015
Red Skull Incarnate: კაცობრიობის შავ-ბნელი ისტორია კომიქსებში
Posted on 3:54 AM by dmitry
კომიქსის წაკითხვა, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში მოცემულ ნაცისტურ ეპოქას ზუსტად აღწერს, ორმაგად საინტერესო უნდა იყოს. RED SKULL INCARNATE ზუსტად ასეთი გახლვათ! ვინ არის ეხლა ეს პერსონაჟი და რა ვიცით მის შესახებ ამ კონკრეტული კომიქსის წაკითხვის გარეშეც? მისი ნამდვილი სახელია JOHANN SCHMIDT, ვიცით რომ დედამისი მის მშობიარობას გადაჰყვა, მამამისმა თავი მოიკლა, შეიფარა ებრაელმა მაღაზიის გამყიდველმა და მისმა ქალიშვილმა, ხოლო შემდგომში თავად ჰიტლერმა დაიქირავა. დანარჩენი ისტორია კი შავი ლაქებითაა მოცული, სანამ ამ კომიქსს არ წავიკითხავთ.
ჰიტლერის ფენომენს რომ ჩაწვდე კაცი ან თუნდაც ამ გამოგონილი პერსონაჟისა, დაგჭირდება მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ისტორიის სათანადო ცოდნა. კომიქსიც ზუსტად ამას ცდილობს - პერსონაჟებთან ერთად გადმოგვცეს ზუსტი ისტორიული ფაქტები და თარიღები. ვერსალის ხელშეკრულება გერმანიისთვის მომაკვდინებელი გახლდათ. საგარეო ვალებით ერთერთი უმდიდრესი ქვეყანა გაჩანაგდა და უღარიბესად გადაიქცა. ისტორიაში რომ არ გადავიჭრათ მოკლედ დავამთავროთ და დავიმახსოვროთ, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიბადა ,,რედ სკალი“. 9 წლის იოჰანი უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სადაც საშინელი პირობებია, საჭმელს იმდენს აჭმევენ საარსებოთ რომ იყოს საკმარისი. დირექტორი ცუდი ტიპია, მკაცრი, სადისტური გადახრებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით იოჰანი პირველივე შემთხვევას იყენებს, გარბის პანსიონიდან, სადაც ტოვებს მის ერთადერთ მეგობარს. (დითერი ჰქვია)
ქუჩებში ყოველდღიური შეტაკებებია ნაცისტებსა და კომუნისტებს შორის. ძალადობა ყოველდღიურობის დამახასიათებელი ატრიბუტი გახდა. იოჰანშიც მწიფდება ეს ზიზღი და ბოღმა, უერთდება ნაცისტების პარტიას, იზიარებს მათ იდეოლოგიას, მაგრამ პარალელურად ნაცისტებსაც არ ინდობს და არც კომუნისტებს. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი ხდება, რომელმაც იცის თავისი შესაძლებლობების, მარტო თავისი თავის სჯერა და სურს რამე დიადი გააკეთოს გერმანიისთვის. ყველაფერზე მიდის რათა ჰიტლერს შეხვდეს, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას აღმოჩნდეს მის მხარეს.
საბოლოოდ კი, ობოლო ბიჭუნა სოციოპატი მკვლელი ხდება.
მიუხედავად იოჰანის ცუდი ტიპობისა, კომიქსი ისეა აგებული, რომ ზიზღს ვერ იგრძნობ პერსონაჟისადმი.
წმინდა ტექნიკის კუთხით ლამაზი კომიქსია წასაკითხად. მშვენიერი ნახატებით და ტექსტებით. დიდი ამბებია აღწერილი ისე, რომ არც კომიქსი და არც მისი ფურცლები
პერსონაჟებითა არაა გადაჭედილი. ამას დამატებული სულ 5 თავია და მშვენივრად იკითხება დამწყებებისთვისაც!
საბოლოოდ კი, ობოლო ბიჭუნა სოციოპატი მკვლელი ხდება.
მიუხედავად იოჰანის ცუდი ტიპობისა, კომიქსი ისეა აგებული, რომ ზიზღს ვერ იგრძნობ პერსონაჟისადმი.
წმინდა ტექნიკის კუთხით ლამაზი კომიქსია წასაკითხად. მშვენიერი ნახატებით და ტექსტებით. დიდი ამბებია აღწერილი ისე, რომ არც კომიქსი და არც მისი ფურცლები
პერსონაჟებითა არაა გადაჭედილი. ამას დამატებული სულ 5 თავია და მშვენივრად იკითხება დამწყებებისთვისაც!
ავტორი: ომარ ნოე წერეთელი
Friday, October 16, 2015
Comedian (Dc Comics)
Posted on 12:25 PM by dmitry
ედვარდ მორგან ბლეიკი, ცნობილი როგორც კომედიანტი, DC Comics-ის სუპერგმირი და ალან მურის კომიქსების სერიის, “Watchmen”-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.
ის ერთ-ერთი იყო თავგადასავლების მოყვარულ ნიღბიანთა ჯგუფიდან, რომელსაც “Minutemen” ერქვა, მისი დაშლის შემდეგ კი ახალ პროექტში, “Crimebusters”-ში გაწევრიანდა. ძირითადად ჩნდებოდა, როგორც სიგარაგარჭობილი, იარაღგადაკიდებული მეთვალყურე ირონიული ღიმილით. ახასიათებდა ნიჰილიზმი, არ იჩენდა შებრალებას ადამიანების მიმართ. ცხოვრებას ახასიათებდა, როგორც სადიტურ ხუმრობას, რომელსაც მხოლოდ თვითონ იგებდა. ამ თვისებების გამო ის შეიძლება სოციოპათად ჩაითვალოს.
Minutemen
კომედიანტი 1918 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი იყო ედვარდ ბლეიკი. დანაშაულთან ბრძოლამდელ პერიოდში მასზე არაფერია ცნობილი. 1939 წელს, როცა კოსტუმირებული თავგადასავლების მაძიებელი გახდა, ჰოლის მეისონმა მას უწოდა “საოცრად ღვარძლიანი და სასტიკი ახალგაზრდა”, რომელიც მუდამ ფხიზლად იყო და გონიერებითაც გამოირჩეოდა. ბლეიკმა შეძლო ნიუ-იორკის ყველაზე ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა.
იმავე წლის შემოდგომაზე ერთ-ერთ გაზეთში ვინმე ნელსონ გარდნერის განცხადებას წააწყდა, რომელიც ნიღბიან გმირებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. ასე შეიქმნა “Minutemen”. გამომდინარე იქიდან, რომ ბლეიკი ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, ხშირად ქილიკობდა და ხუმრობდა, რომ ის ყველაზე დიდხანს იცოცხლებდა და სიკვდილამდე დანარჩენ წევრებს დამარხავდა. ხშირად ეარშიყებოდა ჯგუფის მომხიბვლელ წევრს, აბრეშუმის ზმანებას (Silk Spectre).
1940 წელს “Minutemen”-ის წევრებს ფოტოგრაფმა სურათები გადაუღო. გამოსაცვლელად ოთახში შესულ სალი იუპიტერს, იგივე აბრეშუმის ზმანებას ბლეიკი შეუვარდა და ძალის გამოყენებით მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. სალისგან უარმა რომ არ გაჭრა, მისი სახის დაკაწვრა სცადა. ბლეიკმა მუცელსა და სახეში მუშტი გაუქანა და დაასისხლიანა, შემდეგ იატაკზე დააგდო და განძრევის საშუალება არ მისცა. ამ დროს ოთახში შემოვიდა კაპიუშონიანი სამართალი (Hooded Justice) და როცა გააანალიზა, რა ხდებოდა, ბლეიკთან ხელჩართული ჩხუბი გამართა, გაუტეხა ცხვირი და საზარდულში მუხლი ამოარტყა. ბლეიკს ნიკაპიდან სისხლი წამოუვიდა და პერანგზე მისი სიმბოლო დაალაქავა.
ამ დროს გაიცინა და თქვა: “ეს მოგწონს? ესაა, რაც აღგაგზნებს?” პასუხად კაპიუშონიანმა სამართალმა მიუგო: “გაეთრიე”.
40-იანი წლები
მალე ბლეიკი “Minutemen”-დან გარიცხეს და იძულებული გახდა, მარტო გაეგრძელებინა მოქმედება. 1941 წელს მას წვრილმანი ხულიგანი დაესხა თავს და შეტაკების დროს სერიოზულად დაშავდა. გამოკეთების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუმჯობესებინა კოსტუმი და შეეცვალა მასალა ტყავით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის ტარება დაიწყო.
ბლეიკი იბრძოდა II მსოფლიო ომში. გამოჩენილი მამაცობისთვის ომის გმირად შერაცხეს. 1945 წელს სამხედრო სასამართლოს წინაშე წარსდგა 7 იაპონელი ტყვის დახოცვის გამო. ეს საქციელი არც მეტი, არც ნაკლები, ნიძლავის გამო ჩაიდინა. თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლეს.
1948 წელს კიდევ ერთხელ მოუწია საქმის დაჭერა სალი იუპიტერთან. ამ დროს ეს უკანასკნელი ლოურენსზე იყო დაქორწინებული. 1 წელიწადში სალიმ გოგონა გააჩინა, რომელსაც ლორი დაარქვა. კომიქსების დასასრულს აღმოჩნდება, რომ ლორი კომედიანტის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ არსადაა ნათქვამი, ისე ჩანს, რომ მეორე სექსუალური კავშირი წყვილს შორის თანხმობით მოხდა. სალის საუბრისას ეტყობა, რომ კომედიანტის მიმართ გრძნობები აქვს.
მთავრობის სამსახურში
50-იან წლებში ედი ბლეიკი იყო ერთადერთი მოქმედი თავგადასავლების მოყვარული ნიღბიანი. ამ პერიოდში ის მთავრობის სამსახურში იყო და მათ დაკვეთებს ასრულებდა. 1963 წელს საცხოვრებლად გადავიდა დალასში, ტეხასის შტატში და რიჩარდ ნიქსონის დაცვაში მუშაობდა. მას ახლდა იმ დღესაც, როცა პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს. ხშირად გაჩენილა ეჭვები, რომ ეს მკვლელი თავად ბლეიკი იყო ან მინიმუმ შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას.
დოქტორ მანჰეტენთან ერთად კომედიანტმა დიდი როლი ითამაშა აშშ-ვიეტნამის ომში. მანჰეტენის ღვთაებრივი ფიგურის გამოჩენა ვიეტნამელ ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა და მაშინვე ნებდებოდნენ. ერთხელ ბარში ბლეიკს მიადგა ვიეტნამელი ქალი, რომელიც მისგან იყო ორსულად. მან უხეშად სცადა მოშორება, უთხრა, რომ ქვეყნის დატოვებას მის გარეშე აპირებდა. ქალმა ამის გაგონებაზე ბოთლი დაამტვრია და ნატეხით სახე გაუფხაჭნა. ბლეიკმა იარაღი ამოიღო და მოკლა.
სიცოცხლის ბოლომდე ეტყობოდა ჭრილობისგან დარჩენილი ნაიარევი, რომელიც მარჯვენა თვალთან იწყებოდა და პირთან მთავრდებოდა. ეს აძლევდა ისეთ გამომეტყველებას, თითქოს მუდამ იცინოდა. ამ შემთხვევის შემდეგ ისეთი ნიღბის ტარება დაიწყო, რომელიც იარას ფარავდა. ამ ქალის მოკვლის გამო სასამართლოს წინაშე ხელმეორედ მოუწია წარდგომა, მაგრამ ისევ გადარჩა საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო.
Crimebusters
1966 წელს ჰოლის მეისონმა, იგივე პირველმა ღამის ბუმ (Nite Owl), გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული ნაშრომი “Under the Hood”, სადაც ბლეიკის მიერ სალი იუპიტერის გაუპატიურების მცდელობაზეც დაწერა. ამავე წელს კაპიტანმა მეტროპოლისმა მიიწვია თავისთან, რომ ახალ პროექტში, “Crimebusters”-ში გაწევრიანებულიყო. ბლეიკს სასაცილოდ არ ეყო და მასხრად აგდება დაუწყო, რითიც მის ოცნებებს საფუძველი გამოაცალა. უთხრა, რომ ამას მხოლოდ პატივმოყვარეობისა და დიდებისთვის აკეთებდა. იქვე დაამატა, რომ დანაშაულთან ბრძოლის ძველი მეთოდები ყოვლად უსარგებლო იყო, რადგან მსოფლიოს ბირთვული ომი ემუქრებოდა.
ამავე დროს კომედიანტი შეხვდა ლორის, სალის შვილს და მასთან საუბრის გაბმა სცადა, თუმცა სალიმ დაინახა ეს და გაბრაზებულმა შეაწყვეტინა. ამის გამო კომედიანტი გულწრფელად დადარდიანდა. ლორიმ მანქანიდან დაინახა, რომ ის მათ სევდიანად უყურებდა და მის გამო გული დაწყდა. თუმცა შემდეგ დედისგან ძველი ისტორია მოისმინა (მაგრამ ის არ გაუგია, რომ კომედიანტის შვილი იყო), რის გამოც ზიზღი და სიძულვილი დაეუფლა ბლეიკის მისამართით.
70-იანებში კონგრესის მიერ ახალი კანონი შემოვიდა – კინის აქტი, რომელიც სუპერგმირებს ავალდებულებდა რეგისტრაციის გავლას და სახელმწიფოს მითითების შესრულებას, სხვაგვარად მათი ქმედება უკანონოდ ჩაითვლებოდა. თითქმის ყველამ გაანება თავი დანაშაულთან ბრძოლას, მხოლოდ რორშახმა არ დაიხია უკან. კომედიანტმა და დოქტორმა მანჰეტენმა კი მთავრობის სამსახურში განაგრძეს საქმიანობა.
სიკვდილი / მემკვიდრეობა
ერთ-ერთი მისიის შესრულებისას თვითმფრინავით გადაფრენის დროს ბლეიკმა რუკაზე აღუნიშნავი კუნძული დააფიქსირა, სადაც საეჭვო სიტუაცია იყო. საქმის გარკვევისას აღმოაჩინა, რომ იგეგმებოდა რაღაც ძალიან მასშტაბური და შემაძრწუნებელი. ეს სიახლე იმდენად ძნელად აღსაქმელი იყო მისთვის, რომ სახლში მიადგა ედგარ იაკობს, იგივე მოლოქს (Moloch), რომელიც წლების განმავლობაში მისი მტერი იყო და ნანახის შესახებ რაღაცები მოუყვა. ადრიან ვეიტს, იგივე ოზიმანდიასს (Ozymandias), რომელიც ამ მომავალი პროექტის ავტორი იყო და აკონტროლებდა საიდუმლო კუნძულს, მოლოქის სახლში მიკროფონები ჰქონდა დამონტაჟებული, შესაბამისად კომედიანტის ნალაპარაკევი მანაც მოისმინა. მალე ის ბლეიკს მიადგა სახლში და ფანჯრიდან გადაგდებით მოკლა. ამ ამბის გამოძიებით იწყება სწორედ რორშახის დღიური.
დოქტორ მანჰეტენთან კამათის დროს, როცა ცდილობდა დაერწმუნებინა ის, რომ აერიდებინა მსოფლიოსთვის ბირთვული ომი, ლორიმ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ კომედიანტი მამამისი იყო. თავად მაჰეტენიც განცვიფრებული იყო იმის აღმოჩენით, რომ ისეთ განსხვავებულ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ ედვარდ ბლეიკი და სალი იუპიტერი, სექსი ჰქონდათ, ლორი კი მათი შვილი იყო. მან გადაწყვიტა, რომ კაცობრიობა მაინც იმსახურებდა გადარჩენას და ლორის დედასთან შერიგება სთხოვა.
Watchmen
“მეთვალყურეების” (Watchmen) ისტორია იწყება 1985 წლიდან, როცა ვინმე ედვარდ ბლეიკს გარდაცვლილს იპოვიან. სიკვდილის წინ ის სასტიკად იყო ნაცემი, შემდეგ კი ფანჯრიდან გადავარდნილი. რორშახი მარტო იძიებს ამ საქმეს. მისი საცხოვრებლის თვალიერებისას მიაგნებს საიდუმლო საცავს და წააწყდება კომედიანტის კოსტუმს, რითიც ხვდება, რომ ეს ორი პიროვნება ერთი და იგივე იყო.
Watchmen-ის პერიოდში კომედიანტი ცოცხალი აღარაა, თუმცა ის ხშირად აგონდებათ სხვა სუპერგმირებს. მის შესახებ ისტორიები გვხვდება კომიქსების მეორე და ბოლო თავებში. მეორე თავი კომედიანტის დაკრძალვაა, ბოლო თავი კი ისტორიის დასასრული.
შესაძლებლობები
ბლეიკს შესანიშნავად გამოსდიოდა ხელჩართული ჩხუბი, იყო არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში სიკვდილის დროსაც კი, 61 წლის ასაკში. ჰოლის მეისონის წიგნში “Under the Hood” ჩანს, რომ ოზიმანდიასსა და კომედიანტს მანამდეც მოუვიდათ შელაპარაკება, რომელიც ორთაბრძოლაში გადაიზარდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. კარგად ფლობდა .45 კალიბრიან პისტოლეტს და დასატუმბ პნევმატურ თოფს.
ომებში მონაწილეობა იმაზე მიუთითებს, რომ სამხედრო ტაქტიკაშიც მარჯვე იყო. ომის დროს წარმატებით იყენებდა ცეცხლსატყორცნებს, ფეთქებად ნივთიერებებს, ყუმბარებსა და სატყორცნ დანადგარებს. ასევე შეეძლო უჩუმრად მოქმედება, ოპერაციის მაღალ დონეზე შესრულება, რის გამოც დიდი ხნით იყო დაქირავებული მთავრობის მიერ. ასევე იყო მაღალი და კარგი აღნაგობის.
კომედიანტი გამოირჩევა გამომძიებლის ალღოთიც. ის ერთ-ერთია, ვინც შიფრავს ოზიმანდიასის გეგმას, არის პირველი პერსონაჟი, რომელიც ხვდება, რომ დოქტორ მანჰეტენს თანდათან გული უცივდება საზოგადოების მიმართ და უგრძნობი ხდება, ასევე სწორად ხვდება, რომ კაპიუშონიანი სამართალი სექსუალური ორიენტაციით გეია (თუმცა ამ მხრივ ერთადერთი არ ყოფილა).
Dr. Manhattan (DC comics)
Posted on 12:08 PM by dmitry
დოქტორი ჯონათან ოსტერმანი, იგივე დოქტორი მანჰეტენი, DC Comics-ის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი და კომიქსების სერიის, “Watchmen”-ის სუპერგმირია. ის წარმოადგენს კაპიტან ატომის მოდიფიცირებულ ვარიანტს.
ისტორია
ჯონათან ოსტერმანი დაიბადა 1929 წელს. მამამისი მესაათე იყო და ჯონი მის კვალზე გაყოლას აპირებდა. ის სულ 16 წლისაა, როცა შეერთებული შტატები ჰიროსიმაში ატომურ ბომბს აგდებს. მამამისი, ხვდება რა ფარდობითობის თეორიის საჭიროებას, თავის პროფესიას მოძველებულად აცხადებს და თავისი და ჯონის სამუშაო ნივთებს ფანჯრიდან ყრის, შვილს კი აიძულებს მეცნიერებას გაყვეს და ბირთვულ ფიზიკას დაეუფლოს. ეს გადაწყვეტილება მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს ჯონის ცხოვრებაში.
1948-58 წლებში ჯონი პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ბირთვული ფიზიკა ძირფესვიანად შეისწავლა. 1959 წელს სამეცნიერო კვლევა-ძიების ცენტრ “Gila Flats”-ში გადავიდა, სადაც ტარდებოდა ექსპერიმენტები ობიექტების ‘შინაგან ველზე’. საბოლოოდ ეს ექსპერიმენტები იწვევდა ნივთების შემადგენელ ნაწილებად დაშლას. აქვე გაიცნო კოლეგა – მკვლევარი ჯენი სლეიტერი, რომელიც მოგვიანებით მისი საყვარელი გახდა.
1959 წლის ივლისში ჯონი და ჯენი ნიუ ჯერსიში გაემგზავრნენ. ერთ-ერთ პარკში სეირნობისას ჯენის საათის სამაჯური გაუწყდა, ხოლო ციფერბლატს მსუქანმა კაცმა გადაუარა და დაამტვრია. ოსტერმანი პირდება ჯენის, რომ საათს გაუკეთებს. იმ ღამეს ისინი ერთად იძინებენ, ერთი თვის შემდეგ კი, აგვისტოში, როცა ჯენი 30 წლის გახდა, ჯონმა მას შეკეთებული საათი აჩუქა. მაგრამ ამ დროს გაახსენდა, რომ პალტო დარჩა იმ ოთახში, სადაც ექსპერიმენტები ტარდებოდა ‘შინაგან ველებზე’. ჯონი შევიდა კამერაში, მაგრამ უეცრად კარები დაიხურა და დაცვის სისტემის გამო ავტომატურად ჩაიკეტა. მის გაღებას ვერც ჯონი მოახერხებს და ვერც გარეთ მყოფი მისი კოლეგები, ამიტომ მას შემდეგ რაც ათვლის სისტემა ნულს მიუახლოვდება, შორდებიან კარებს. მექანიზმები ირთვება და ჯონს შინაგან ველს აცლის. შემდეგ რადიაციული გამოსხივებით იჟღინთება და გენერატორის სიმძლავრით ნაწილებად იშლება. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ ორთქლდება და გარდაცვლილად გამოაცხადებენ.
მომდევნო თვეებში “Gila Flats”-ში უცნაური მოვლენების სერია იწყება, ხედავენ უცნაური ფორმისა და ფერის ფიგურებს, რაც აფიქრებინებთ, რომ ჯონი არ გამქრალა და საკუთარი თავის აღდგენას ცდილობს. გამოსახულებები სხეულის ნაწილებს ჩამოჰგავს, მაგალითად, პირველად ხედავენ მხოლოდ ნერვულ სისტემას, თვალებითა და ტვინით. 10 ნოემბერს სისხლის მიმოქცევის სისტემის ფორმა აქვს, 14 ნოემბერს – ნაწილობრივ მუსკულატურით. ყოველი გამოჩენა მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება. 22 ნოემბერს საბოლოო სახით გამოჩნდება. ის არის მაღალი, უთმო, შიშველი, ლურჯკანიანი მამაკაცი.
ბირთვული ექსპერიმენტების დროს მომხდარი ინციდენტის გამო ჯონათანი დაემშვიდობა ფიზიკურ სხეულს და უკან დაბრუნდა ახალი გარეგნობითა და ღვთაებრივი შესაძლებლობებით, რომელიც მოიცავდა არაბუნებრივ ფიზიკურ ძალას, ტელეკინეზს, ტელეპორტაციას, მატერიის კონტროლს, მომავლის დანახვის უნარს. თუმცა ის არ არის ყოვლისმცოდნე, მინდობილია მთლიანად საკუთარ ინტელექტს. სამაგიეროდ ის უფრო ბევრს ხედავს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, მისი თვალსაწიერი თითქმის უსაზღვროდაა გაშლილი. ამის გამო მისი ქმედებები და დამოკიდებულება იცვლება, არ იქცევა ისე, როგორც სხვები ელიან.
ჯონი ხშირად დაუდანაშაულებიათ, რომ მას არ აღელვებს კაცორიობა და მისი განცდები ან მომავალი. ის არაფერს აკეთებს ჯონ კენედის მკვლელობისთვის ხელის შესაშლელად, როცა წინასწარ იცოდა, რომ ამის საშიშროება არსებობდა. თუმცა Watchmen-ის პერიოდში ის რამდენჯერმე ავლენს ემოციებს.
ჯონი ხშირად ემხრობა იმ აზრს, რომ სამყაროში ყველაფერი წინასწარ დადგენილია და ადამიანებს ბედისწერა მართავთ. ერთ მომენტში შენიშნავს: “ჩვენ თოჯინები ვართ, ლორი. მეც თოჯინა ვარ, რომელსაც სიმების დანახვა შეუძლია.” Watchmen-ის სამყაროში ის ხშირად დგება არჩევანის წინაშე და საბოლოოდ იძლევა ეთიკის კოდექსით, რომელიც აიძულებს, აირჩიოს ის, რაც სასარგებლოა უმეტესობისთვის.
ჯონი თანდათან უახლოვდება შეერთებული შტატების მთავრობას და საბოლოოდ, მათ სამსახურში დგება. მას არქმევენ Doctor Manhattan-ს და ეძლევათ იმედი, რომ დაიცავს ქვეყანას მტრებისგან. აძლევენ სპეციალურ კოსტუმსაც, რომლის ჩაცმაზეც უხალისოდ თანხმდება, მაგრამ უარს ამბობს ემბლემაზე, რომელიც მათი დიზაინით იყო შექმნილი. ამის ნაცვლად ის თავად ქმნის გამოსახულებას – წყალბადის ატომს, რომელსაც უმტკივნეულოდ ამოიწვავს შუბლზე.
დოქტორი მანჰეტენი მონაწილეობას მიიღებს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ცივ ომში, რომელიც დასავლეთის გამარჯვებით დასრულდება. ამის გამო აშშ გახდება უფრო აგრესიული და რისკიანი. მანჰეტენის უნარები ძირფესვიანად ცვლის მსოფლიო ეკონომიკას. მაგალითად, მას შეუძლია ლითიუმის დიდი მასის სინთეზირება ელექტრომანქანებისთვის. პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის თხოვნით, ჩაერთვება ვიეტნამის ომშიც და სამ თვეში გამარჯვებას მოაპოვებინებს სახელმწიფოს.
სუპერგმირების ჯგუფ Crimebusters-ში გაწევრიანების შემდეგ დაუახლოვდება ლორის, მეორე ‘აბრეშუმის ზმანებას’, მალევე დაშორდება ჯენი სლეიტერს და ურთიერთობას ლორისთან გააბამს.
ადრიან ვეიტის გეგმის განვითარების პერიოდში დოქტორ მანჰეტენს ბრალდება რამდენიმე ადამიანის კიბოთი დაავადება. ამის გამო მანჰეტენი თავს დამნაშავედ იგრძნობს და მარსზე გადასახლდება, სადაც Watchmen-ის პერიოდის დიდ ნაწილს გაატარებს. შემდგომში თან წაიყვანს ლორისაც და იქ საუბრისას გადაწყვეტენ, რომ იბრძოლონ კაცობრიობისთვის.
Watchmen
Watchmen-ის ამბის დასაწყისში დოქტორი მანჰეტენი მუშაობს როკფელერის სამხედრო კვლევა-ძიების ცენტრში აშშ-ის მთავრობის სასარგებლოდ. ცხოვრობს ყოფილ ‘აბრეშუმის ზმანება II’-თან, ლორისთან ერთად.
როცა ბრალდებების გამო მარსზე გაემგზავრება, მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ეს ბრალდებები სინამდვილეში ვეიტის გეგმის ნაწილი იყო. გეგმის, რომლის მიხედვითაც მსოფლიო უნდა გადარჩენილიყო მესამე მსოფლიო ომისგან. მიზეზი, რის გამოც დოქტორმა მანჰეტენმა ეს ვერ დაინახა, იყო ის, რომ ვეიტმა ტაჰიონის გენერატორის მეშვეობით მომავლის დანახვის უნარი ჩაუხშო. ის იაზრებს, რომ გეგმის გამხელა საზიანო იქნება კაცობრიობის მომავლისთვის და სხვა სუპერგმირების მსგავსად (გარდა რორშახისა) თანხმდება საიდუმლოს შენახვაზე. ხოლო როცა რორშახი არ დაეთანხმება მათ და შტატებში დაბრუნებას გადაწყვეტს, თავისი ძალის გამოყენებით ნაწილებად დაშლის და ააორთქლებს მას.
კომიქსების ბოლოს დოქტორი მანჰეტენი ისევ ტოვებს დედამიწას იმ პირობით, რომ შეიძლება ოდესმე დაბრუნდეს. როცა ვეიტი გაიკვირვებს, რომ მას ისევ ადარდებს ადამიანთა სიცოცხლე, ის მიუგებს: “შეიძლება მეც შევქმნა სიცოცხლე რომელიმე სხვა გალაქტიკაში”.
შესაძლებლობები
თვითაღდგენის უნარი
ორეულის შექმნის უნარი
სხეულის დიდ ზომებამდე გაზრდა
ენერგიისა და მატერიის მანიპულაცია
ლევიტაცია
ზეადამიანური ძალა
ტელეკინეზი
მოუხელთებელი სხეული
ტელეპორტაცია
მომავლის ხედვა
Rorschach (DC comics)
Posted on 11:49 AM by dmitry
რორშახი, დაბადებული, როგორც ვოლტერ კოვაქსი, არის DC Comics-ის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი. საზოგადოებამ ის გაიცნო ალან მურის კომიქსების სერიის “Watchmen”-ის საშუალებით. მის ნიღაბზე რორშახის ტესტის ნიმუშები იხატება, სახელიც აქედან ეწოდა.
ადრეული წლები
რორშახის დედა იყო მეძავი სილვია კოვაქსი, მამისა კი მხოლოდ სახელია ცნობილი – ჩარლი. ბავშვობაში ვოლტერს ხშირად უწევდა დედისგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების ატანა. 1951 წლის ივლისში, 10 წლის ასაკში, ვოლტერს ორ უფროს ბიჭთან ხელჩართული ჩხუბი მოუწია. ერთს ანთებული სიგარეტი მიაჭირა თვალზე და დააბრმავა, მეორეს კი ლოყაზე უკბინა და ქსოვილების ნაწილი მოაკბიჩა. 1956 წელს ის დედას მოაშორეს და გაგზავნეს ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სახლში. აქ ვოლტერი გამოსწორდა, კარგ ნიშნებს იღებდა სწავლისას, ასევე გამოიჩინა დაინტერესება ტანვარჯიშისა და სამოყვარულო კრივის მიმართ.
16 წლისამ ბავშვთა სახლი მიატოვა და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ძირითადად ქალის ტანისამოსთან ჰქონდა შეხება. ამის გამო სამუშაოს “უსიამოვნოს” უწოდებდა. სწორედ აქ წააწყდა იმ ქსოვილს, რომლითაც მოგვიანებით ნიღაბი შეიკერა. ქსოვილი შექმნილი იყო დოქტორ მანჰეტენის მიერ. ქსოვილი შეიცავდა ტემპერატურისა და წნევის მიმართ მედეგი სითხის ორ შრეს, რაც ცვალებადი შავ-თეთრი გამოსახულების ეფექტს ქმნიდა. ვოლტერმა ქსოვილი აიღო იმ კაბიდან, რომელიც ახალგაზრდა იტალიელი ქალისთვის უნდა მიეყიდათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა დაიწუნა და გადააგდეს.
ბრძოლა დანაშაულთან
ორი წლის შემდეგ, 1964 წელს ვოლტერმა გაზეთი იყიდა, სადაც კეტრინ სუზან ჯენოვესის გაუპატიურებისა და მკვლელობის შესახებ წაიკითხა. ეს სწორედ ის ქალი იყო, ვინც კაბა დაიწუნა. როცა ჩავიდა იმ მონაკვეთზე, სადაც ეწერა, რომ მეზობლებს დახმარება შეეძლოთ, მაგრამ ხელი არ გაანძრიეს, ვოტლერი დადარდიანდა არამარტო დანაშაულის, არამედ საზოგადოების გულგრილობის გამოც, რომელიც ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ამ ფაქტმა მისი ცხოვრება შეცვალა – შეიკერა ნიღაბი და დაიწყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი სახელით – რორშახით. საწყის ეტაპზე ის იჭერდა კრიმინალებს და აბარებდა პოლიციას. 60-იანებში გაიცნო “ღამის ბუ (Nite Owl)”, რომელიც მისი პარტნიორი გახდა.
1975 წელს რორშახი იძიებდა მცირეწლოვანი გოგონას, ბლეარ როშის გატაცების საქმეს. მის მშობლებს პირობა მისცა, რომ ცოცხალსა და უვნებელს მოუყვანდა. ძიება-ძიებაში მიტოვებულ სამკერვალოს წააწყდა, სადაც ღუმელში გოგონას კაბა იპოვა, გარეთ კი ძაღლები მის ძვალს ხრავდნენ. ამ შენობაში გერალდ დრაისი ცხოვრობდა, ძაღლების პატრონიც ის იყო. რორშახმა ძაღლები ყასბის დანით დახოცა და გერალდის მოსვლას დაუცადა. როცა დაბრუნდა, რორშახმა მოკლული ძაღლების გვამები ესროლა, შემდეგ გააკავა და ბორკილები დაადო. გერალდმა ხვეწნა დაუწყო, შეებრალებინა, უარყოფდა დანაშაულს. რორშახმა კი ამასობაში მის გარშემო ბენზინი მოასხა. შემდეგ ხერხი მისცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავის დასაღწევად ხელი უნდა მოეჭრა. 2009 წლის ფილმ “Watchmen”-ში ეს მონაკვეთი შეცვლილია, რორშახი მოძალადეს არ აძლევს გადარჩენის საშუალებას და ყასბის დანის რამდენიმე დარტყმით თავს შუაზე უპობს. ეს სცენა მეტაფორაა იმისა, რომ ვოლტერ კოვაქსის ჰუმანურობა დასრულდა, მის მაგივრად შეუბრალებელი და აგრესიული რორშახი მოევლინა სამყაროს.
მეთვალყურეები (Watchmen)
რორშახი ერთადერთია, რომელსაც არასდროს მიუტოვებია დანაშაულთან ბრძოლა და არ ჩამოუხსნია ნიღაბი (თუ არ ჩავთვლით კომედიანტსა და დოქტორ მანჰეტენს, რომლებიც სახელმწიფოს სამსახურში იყვნენ). რორშახი იწყებს ვინმე ედვარდ ბლეიკის მკვლელობის გამოძიებას და აღმოაჩენს, რომ ის იგივე კომედიანტი იყო. ის ფიქრობს, რომ ვიღაცას ნიღბიანი სუპერგმირების განადგურება სურს. ამ ეჭვს უძლიერებს ის ფაქტიც, რომ დოქტორი მანჰეტენი გადასახლდება მარსზე, ხოლო ადრიან ვეიტზე, იგივე ოზიმანდიასზე თავდასხმა მოხდება.
რორშახი დაკითხავს სუპერდამნაშავე მოლოქს, რომელმაც ბევრი არაფერი იცის. რამდენიმე დღეში იღებს წერილს, სადაც მოლოქი მისვლას სთხოვს. სახლში მას გარდაცვლილს იპოვის და ამ დროს პოლიციის ალყაშიც აღმოჩნდება. ხვდება რა, რომ ეს ხაფანგი იყო, რორშახი იწყებს ბრძოლას სპეცრაზმელებთან, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტება, მაგრამ იჭერენ და ნიღაბს ხდიან.
რორშახს ციხეში სვამენ, სადაც სხვა დამნაშავეებთან ერთად სასჯელს იხდის “დიდი ფიგურა”, კრიმინალური სამყაროს ჯუჯა ბოსი და რორშახის დაუძინებელი მტერი. პატიმრობისას რორშახისგან ინტერვიუს იღებს ფსიქოლოგი მალკოლმ ლონგი, რომელსაც სჯერა, რომ მისი “განკურნება” შეუძლია. რორშახი უყვება მას თავის ცხოვრებაზე, ჩადენილ მკვლელობებზე, თავის ხედვასა და იდეოლოგიაზე საზოგადოების რეალური ბუნების შესახებ. მალკოლმი ხვდება, რომ ის აწყდება ადამიანს, რომლის შეცვლაც უკვე შეუძლებელია.
ერთ დღეს სადილობისას ერთი პატიმარი რორშახის მოკვლას შეეცდება, რორშახი კი თავდაცვის მიზნით მას საჭმლისთვის გამზადებულ მდუღარე წყალს ასხამს სახეზე. როცა ის კვდება, ციხეში არეულობა იწყება. “დიდი ფიგურის” ორი თანაშემწე რორშახის მოკვლას შეეცდება, მაგრამ რორშახი ჭკუით აჯობებს და ორივეს დახოცავს. ღამის ბუ და აბრეშუმის ზმანება (Silk Spectre) მის თეორიას სუპერგმირების დევნაზე სეროზულად იღებენ და დახმარებას გადაწყვეტენ.
რორშახი და ღამის ბუ გამოძიებას იწყებენ. ისინი წააწყდებიან საიდუმლო ორგანიზაცია ” Pyramid Deliveries”-ს. მასალების გატეხვისა და დათვალიერებისას აღმოაჩენენ, რომ ამ ყველაფერში ადრიან ვეიტია პასუხისმგებელი. ღამის ბუ და რორშახი ანტარქტიდაზე მიფრინავენ. იქ შეიტყობენ შეთქმულების შესახებ – ადრიანს სურს, გააერთიანოს ხალხი მოსალოდნელი თავდასხმის წინააღმდეგ და ამ გზით შეაჩეროს ბირთვული ომი. ამ დროს გამოჩნდებიან დოქტორი მანჰეტენი და აბრეშუმის ზმანება. რორშახის გარდა ყველა თანხმდება, რომ ამ საიდუმლოს შეინახავს. რორშახი კი ამერიკაში გაფრენასა და ოზიმანდიასის მხილებას გადაწყვეტს. დოქტორი მანჰეტენი მის შეჩერებას შეეცდება, ბოლოს კი სხვა გზა რომ აღარ რჩება, ნაწილებად შლის და აორთქლებს.
შესაძლებლობები
“მეთვალყურეების” პერსონაჟების უმეტესობის მსგავსად, რორშახს რაიმე სახის ზებუნებრივი უნარი არ გააჩნია. მისი იარაღი არის ფიზიკური ძალა, სიმარჯვე და შეუპოვრობა. რორშახი საკმაოდ საზრიანია, შეუძლია ჩვეულებრივი ნივთი იარაღად აქციოს. მაგალითად, ერთხელ პილპილით პოლიციის თანამშრომელი დააბრმავა. ხოლო თმის ლაქითა და ასანთით ცეცხლი გააჩინა და რამდენიმე პოლიციელი მოიგერია მოლოქის სახლში ბრძოლისას. სხვადასხვა დროს ასევე გამოუყენებია საკვები ცხიმი, უნიტაზი, სიგარეტი, ჩანგალი და ქურთუკიც კი. აქვს მოსაჭიდი იარაღი, რომელიც კაუჭს გამოსტყორცნის და მაღალ შენობებზე ასასვლელად ეხმარება. კომიქსების პირველი თავის მიხედვით, ის ღამის ბუმ დაუმზადა.
რორშახი დახელოვნებულია ქუჩურ ჩხუბში, ტანვარჯიშსა და კრივში. მას შეუძლია გაუმკლავდეს თავდამსხმელების არმიას არც ისე დიდი ძალისხმევით. დიდად არ მოქმედებს მასზე ფიზიკური ტკივილი და ამინდის ცვალებადობა. ანტარქტიდაზე ყოფნის დროსაც კი ჩვეულებრივად აცვია. შეუძლია კარების შემტვრევა ერთი დარტყმით თითქმის ყველანაირ შენობაში. აქვს არაჩვეულებრივი ძალ-ღონე და ფიზიკური მონაცემები – ერთ მომენტში უნიტაზს ერთი დარტყმით ნაწილებად ამსხვრევს, ერთხელ კი საკმაოდ მძიმე კარიც შეანგრია.
გონებრივი არასტაბილურობის მიუხედავად, რორშახი ხასიათდება როგორც “ტაქტიკური, საუცხოო და არაპროგნოზირებადი” ადამიანი. გააჩნია გამოძიების ალღო და დეტექტივის უნარ-ჩვევები. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომედიანტის კოსტუმს მიაგნებს მის სახლში, როცა მანამდე პოლიციამ ეს ვერ შეძლო.
რორშახის ცნობილი ფრაზები
Never compromise. Not even in the face of Armageddon. – არანაირი დათმობა, გინდაც არმაგედონის წინაშე ვიდგე.
God doesn’t make the world this way. We do. – ღმერთი არ ქმნის სამყაროს ასეთს, ჩვენ ვქმნით.
Once a man has seen society’s black underbelly, he can never turn his back on it. Never pretend, like you do, that it doesn’t exist. – როცა ადამიანი საზოგადოების ბნელ მხარეს დაინახავს, უკან ვეღარასდროს დაბრუნდება. თქვენსავით არასდროს მოიკატუნებს თავს, თითქოს ის არ არსებობს.
When you walk down the street in a city dying of rabies, past the human cockroaches talking about their heroin and child pornography, do you really feel normal? – როცა ცოფიანი ქალაქის ქუჩებს მიუყვები, ჩაუვლი ტარაკან ადამიანებს, რომლებიც ჰეროინსა და ბავშვების პორნოგრაფიაზე საუბრობენ, თავს მართლა ნორმალურად გრძნობ?
There is good and there is evil, and evil must be punished. Even in the face of Armageddon I shall not compromise on this. – არსებობს კარგი და არსებობს ბოროტი. ბოროტი უნდა დაისაჯოს და არმაგედონიც რომ მოხდეს, ამაზე აზრს არ შევიცვლი.
„მარველის“ ხელმძღვანელი მაყურებლებს ჰომოსექსუალი პერსონაჟების გამოჩენას დაპირდა
Posted on 7:50 AM by Anonymous
სტუდია „მარველის“ ხელმძღვანელი კევინ ფეინჯი კომიქსების ახალ ეკრანიზაციებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პერსონაჟების გამოჩენას არ გამორიცხავს. ამის შესახებაც გამოცემა „Collider“-ი იტყობინება.
„სავარაუდოდ, ამას უახლოეს ათ წელიწადში გავაკეთებთ. ჩვენ მოვლენებს ვადევნებთ და ვფიქრობთ, თუ როდის სჯობს მაყურებლისთვის ამის შეთავაზება“, – განაცხადა ფეინჯმა.
აღსანიშნავია, რომ „მარველმა“ და „DC Comics“-მა ბოლო წლებში არაერთი არატრადიციული ორიენტაციის პერსონაჟი წარადგინეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში უმაღლესმა სასამართლომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთსქესიანთა ქორწინებას ნება დართო.
„Action Comics”-ის პირველი ნომერი მსოფლიოში ყველაზე ძვირიან კომიქსად იქცა!
Posted on 7:30 AM by Anonymous
ყველაზე ძვირადღირებული კომიქსი პირველად 1938 წელს გამოიცა 200 000-იანი ტირაჟით. ერთ-ერთი ეგზემპლარი 2011 წელს სუპერმენის კომიქსების თავგადაკლულმა ფანმა, ნიკოლას ქეიჯმა შეიძინა. მსახიობმა თავისი კოლექციის ახალ წევრში 2.116 მილიონი დოლარი გადაიხადა!..
ძმები ნოლანები DC Comics-ს არ განავითარებენ!
Posted on 7:27 AM by Anonymous
ძმები კრისტოფერ ნოლანი და ჯონათან ნოლანი DC Comics-ს სამყაროს განვითარებაში მონაწილეობას Warner Bros-ის ეგიდით აღარ მიიღებენ. ამის შესახებ გამომცემლობა Comingsoon იტყობინება.
„მიყვარს ეს ბიჭები. ჩემი ძმა დღესაც ფილმის „ფოლადის კაცი“ გადაღებითაა დაკავებული ზაკ სნაიდერთან და დევიდ გოიერთან ერთად. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თავი ჩვენთვის უკვე დასრულებულია“,- განაცხადა ჯონათან ნოლანმა. ამასთან ერთად მან არ გამორიცხა, რომ მომავალშიც ძმასთან ერთად დაუბრუნდეს კომიქსების ეკრანიზაციას. „შეიძლება“, – დაამატა მან.
შეგახსენებთ, რომ წინათ სტუდია Warner Bros.-მა 2020 წლამდე თავისი კინოპროექტების გრაფიკი გამოაქვეყნა, მათ შორის იყო კომიქსების მოტივებზე შექმნილი ფილმებისაც: „თვითმკვლელთა რაზმი“ – 2016 წლის 5 აგვისტო, „Wonder Woman“ – 2018 წლის 27 ივლისი, „შაზამი“ – 2019 წლის 5 აპრილი, „სამართლიანობის ლიგა 2“ – 2019 წლის 14 ივნისი და სხვები.
სტუდიის წარმომადგენლებმა ასევე დაადასტურეს , რომ სოლო ფილმების გადაღებასაც აპირებენ, რომელიც მიძღვნილი იქნება ბეტმენსა და სუპერმენზე.
შეგახსენებთ, რომ წინათ სტუდია Warner Bros.-მა 2020 წლამდე თავისი კინოპროექტების გრაფიკი გამოაქვეყნა, მათ შორის იყო კომიქსების მოტივებზე შექმნილი ფილმებისაც: „თვითმკვლელთა რაზმი“ – 2016 წლის 5 აგვისტო, „Wonder Woman“ – 2018 წლის 27 ივლისი, „შაზამი“ – 2019 წლის 5 აპრილი, „სამართლიანობის ლიგა 2“ – 2019 წლის 14 ივნისი და სხვები.
სტუდიის წარმომადგენლებმა ასევე დაადასტურეს , რომ სოლო ფილმების გადაღებასაც აპირებენ, რომელიც მიძღვნილი იქნება ბეტმენსა და სუპერმენზე.
ჯონ კონსტანტინი Arrow-ს მეხუთე სერიაში გამოჩნდება!
Posted on 7:18 AM by dmitry
CW-მ
გამოუშვა ისრის მეოთხე სეზონის მეხუთე სერიის მოკლე შინაარსი.
ამ ეპიზოდში მეთ რაიანი შეხვდება ოლივერს როგორც ჯონ
კონსტანტინი და შესთავაზებს დახმარებას რათა დააბრუნონ სარა.
იხილეთ მოკლე შინაარსი ქვევით.
„შეპყრობილი“— (8:00-9:00 p.m. ET) (TV-14, LV) (HDTV)
მეთ რაიანი
ითამაშებს ჯონ კონსტანტინის როლს ისარში - როდესაც ყველაფერი ცუდად წავიდა სარასთან
დაკავშირებით, ოლივერი უკავშირდება დასახმარებლად ძველ მეგობარს რომელიც მისტიკასთანაა
კავშირში. სერია გაეშვება 4/11/2015 ში.
ჰალკი ფილმ “THOR: RAGNAROK” -ში გამოჩნდება
Posted on 5:31 AM by Anonymous
მათ ვინც “შურისმაძიებლები: ალტრონის ერა” -ს უყურა, ემახსოვრება რომ ფილმის ბოლოს ჰალკი გადაწყვეტს დატოვოს გუნდი და წავიდა შორეულ ადგილას. “THOR: RAGNAROK” -ში აღმოჩნდება, რომ “შორეული ადგილი” ეს არის საიდუმლოებებით მოცილი პლანეტა, ამასთან როგორც წყაროები იტყობინებებიან ეს არ იქნება ასგარდი, ასე რომ ჰალკი უბრალოდ არ ისვენებს სადღაც პლიაჟზე, ის ფაქტიურად სხვა განზომილებაში მოხვდა.
“THOR: RAGNAROK” -ის გადაღებები 2016 წლის შემოდგომით დაიწყება, ხოლო კინოთეატრებში გამოჩნდება 2017 წლის 3 ნოემბრიდან.
‘Batman V Superman’ – კოსტიუმები და აღჭურვილობა: ფოტოგალერეა
Posted on 5:27 AM by Anonymous
Comic-Con 2015-ის მეშვეობით, ‘ბეტმენის’ ფანებს უკვე შეუძლიათ, თვალი შეავლონ ახალი ‘ ბეტმენის’ კოსტიუმსა და აღჭურვილობას. ასევე DC Comics-მა თვითერზე გამოაქვეყნა პოსტი ბეტმენის, სუპერმენისა და ქალი საოცრებას კოსტიუმებია გამოსახული:
‘ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის განთიადი’ 2016 წლის 25 მარტს გამოვა კინოთეატრებში.
ჰენრი კევილის კომენტარი Wonder Woman-ზე
Posted on 5:18 AM by Anonymous
ისრაელში (რომელიც გალ გადოტის სამშობლოა) The Man from U.N.C.L.E. სარეკლამო ტურის დროს ინტერვიუში ჰენრი კევილმა (კლარკ კენტი/სუპერმენი) მოკლე კომენტარი გააკეთა თავისი ეკრანული პარტიონრის შესრულებაზე. მან იხუმრა, რომ Wonder Woman-ის როლი თავდაპირველად მას შესთავაზეს, და სიამოვნებით მოირგებდა მის კაბას, მაგრამ გალმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას.
ჰენრი კევილმა განაცხადა :
„Wonder Woman მისი შესრულებით მართლაც საოცარია, აბსოლუტურად ფანტასტიკური“მის სიტყვებში პირადად დარწმუნების საშუალება კი რიგით მაყურებელს მომავალი წლის 25 მარტიდან ექნება.
10 ფაქტი, რომლებიც უნდა იცოდეთ კაპიტან ამერიკაზე
Posted on 5:12 AM by Anonymous
კაპიტანი ამერიკა მარველის ერთ-ერთი ყველაზე ამტანი სუპერგმირია. 2016 წელს მასზე უკვე მესამე პერსონალური ფილმი გამოვა. მან კომიქსის უმეტეს პერსონაჟთან შედარებით ბევრი ცვლილება განიცადა. ფორმალურად იგი 'შურისმაძიებლების' მეოთხე ნომერში გამოჩნდა. გთავაზობთ 10 საინტერესო და მნიშვნელოვან ფაქტს, რომლებიც კაპიტან ამერიკაზე უნდა იცოდეთ:
პერსონაჟი ჯო საიმონმა და ჯეკ კირბიმ 1940 წელს შექმნეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის გამოხმაურება. შეერთებული შტატები ჯერ ომში არ იყო ჩართული, საიმონსა და კირბის სურდათ, შეექმნათ პერსონაჟი ძლიერი პოლიტიკური შეხედულებით, რომელიც გამოხატავდა მათ გრძნობებს, თუ რატომ უნდა ჩართულიყო ქვეყანა ომში. პატრიოტი სუპერგმირები იმ დროისთვის უკიდურესად პოპულარული იყო.
როდესაც საიმონმა პერსონაჟის სკეჩი შექმნა, ზედ ‘სუპერ ამერიკელი’ დააწერა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არ იმუშავებდა, რადგან გამოცემაში უკვე ბევრი ‘სუპერ’ პერსონაჟი იყო, ასე რომ სახელად ‘კაპიტანი ამერიკა’ შეურჩიეს. ახალი სუპერგმირისთვის იშვიათად აკეთებდნენ ასე, მაგრამ კაპიტანს პერსონალური კომიქსი ჰქონდა, რომელიც 1941 წლის მარტში გამოვიდა, რომლის გარეკანზეც იგი ჰიტლერს სახეში მუშტს ურტყამდა. კომიქსის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც აპროტესტებდა და ამ პროტესტმა ისეთი ინტენსიური სახე მიიღო, რომ Timely Comics-ის ოფისებს ნიუ-იორკის მერმა დაცვა მიუჩინა.
2. მისი პირველი ეკრანიზაცია 1944 წელს სერიალის სახით გამოვიდა
1944 წელს, როდესაც კაპიტანი ამერიკა ჯერ კიდევ სარგებლობდა პოპულარობით, გამოვიდა შავ-თეთრი სერიალი, რომელშიც კაპიტანი ამერიკის როლს დიკ პარსელი ასრულებდა, ხოლო მისი მდივანი ლორნა გრეი იყო. სერიალმა კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. პერსონაჟთან დაკავშირებულმა ბევრმა მახასიათებელი, მათ შორის ფარი, სუპერ-ჯარისკაცის შრატი და მისი თავდაპირველი იდენტობა, როგორც სტივ როჯერსი, შემდგომ ფილმებში, სატელევიზიო შოუებსა და კომიქსებში სხვადასხვა გზით შენარჩუნდა.
3. სუპერ-ჯარისკაცის შრატმა მას სიძლიერეზე გაცილებით მეტი მისცა
სტივ როჯერსის ამბავი ალბათ უმეტესობამ იცით – ახალგაზრდა კაცი ნიუ-იორკიდან, რომელიც ცდილობს, არმიაში ჩაეწეროს, მაგრამ ცუდი ჯანმრთელობის გამო არ იღებენ, თუმცა, მისცეს სუპერ-ჯარისკაცის შრატი, რომელმაც იდეალური ადამიანის თვისებები სრულიად მიანიჭა. შრატმა მას არა მხოლოდ ადამიანური სიძლიერე, სისწრაფე, ამტანიანობა და რეფლექსები მიანიჭა, არამედ წარმოუდგენლად მარჯვე და ცოცხალი გახადა. მას შეუძლია ტყვიაზე სწრაფად დაინახოს და თავიდან აირიდოს ისინი, მას ასევე შესწევს უნარი, უცებ განიკურნოს. შრატმა მას გონებრივი შესაძლებლობები ისე გაუზარდა, ფაქტიურად გენიოსი გახდა და უსწრაფესად შეუძლია პრობლემების გადაჭრა. იგი რამდენიმე უცხო ენაზეც გამართულად მეტყველებს და, ყველაფერთან ერთად, მსახიობური ნიჭითაც დაჯილდოვებულია.
4. მისი ფარი ყოველთვის ვიბრანიუმის ფრისბი არ ყოფილა
კაპიტნის თავდაპირველი იარაღი ვარსკვლავებიან-ზოლებიანი სამკუთხა ფარია. თუმცა, Archie Comics-ს უკვე ჰყავდა თავისი პატრიოტი სუპერგმირი სახელად ‘The Shield’ და კაპიტანი ამერიკის იარაღი ამ პერსონაჟთან იგივდებოდა. ასე რომ საიმონმა და კირბიმ შექმნეს ახალი ფარი, სწორედ ისეთი, როგორადაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.
5. კაპიტანი ამერიკა ყოველთვის სტივ როჯერსი არ ყოფილა
როჯერსი თავდაპირველი პერსონაჟისგან მთლიანად შეიცვალა, დღევანდელ სტივამდე რამდენიმე კაპიტანი ამერიკა არსებობდა. ერთი ვერსიის თანახმად, ის უილიამ ნესლენდი იყო, რომელიც როჯერსისა და ბარნსის ომში გაუჩინარების დროს კაპიტანი ამერიკა უნდა გამხდარიყო. მეორე ვერსიის მიხედვით, ის ჯეიმს ბაჩენენი იყო, რომელიც როჯერსის სიკვდილის შემდეგ ითავდებდა ფორმიანი მეგობრის როლს. მარველის დღევანდელ კომიქსებში ოფიციალური კაპიტანი ამერიკა სემ უილსონია.
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი ამერიკის იდენტობა რამდენჯერმე შეიცვალა, მისი იდეალები – სიმამაცე, თავისუფლება, სამართიანობა, მკაცრად დაცულია.
6. კაპიტანი ამერიკა შურირისმაძიებლების თავდაპირველი წევრი არ არის
შურისმაძიებლების თავდაპირველ შემადგენლობაში კაპიტანი ამერიკა არ შედის. გუნდმა ის ‘შურისმაძიებლების’ მეოთხე კომიქსში ყინულში ჩამარხული იპოვეს. კაპიტანმა ამერიკამ ჰალკის ადგილი დაიკავა მას შემდეგ, რაც იგი თავისი უკონტროლო ძალების გამო გუნდიდან წავიდა.
7. კაპიტანი ამერიკა არც ნაციონალისტია და არც შოვინისტი
კაპიტანმა ამერიკამ დიდი გზა გამოიარა მას შემდეგ, რაც პრო-ომის პერიოდმა და პრო-ამერიკულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა მისი პერსონაჟის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ როჯერსს უყვარს თავისი ქვეყანა, ზოგჯერ მთავრობის ბრძანებებს აღარ ასრულებს, თუ მათი ქმედებები და რწმენები მის საკუთარს არ ემთხვევა. როჯერსი ომშიც დაიხევს უკან, თუ გააანალიზებს, რომ ომი ხალხს ზიანს მოუტანს.
8. კრის ევანსს როლზე დამტკიცებამდე სამჯერ უთხრეს უარი
კრის ევანსი ‘შესანიშნავ ოთხეულში’ ჯონი სტორმს თამაშობდა და, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მას სტივ როჯერსის როლზე უარი უთხრეს. ინტერვიუში ევანსმა თქვა:
9. კაპიტანი ამერიკა სიამოვნებით სარგებლობს თავისი რომანტიკული ნაწილით
ფილმებიდან ადამიანთა უმრავლესობამ იცის როჯერსის რომანი პეგი კარტერთან, რომელიც ტრაგიკულ ვითარებაში შეწყდა, მაგრამ კომიქსებში ურთიერთობამ უბრალოდ მარცხი განიცადა და უფრო მეგობრულში გადაინაცვლა.
თუმცა, ეს არ ყოფილა კაპიტნის ერთადერთი იერიში რომანტიკულ ხლართებში. როჯერსს პეგის დასთან, შერონ კარტერტანაც ჰქონდა ურთიერთობა.
მისი სხვა რომანტიკული ინტერესები სკარლეტ უიჩი და ბერნი როზენტალი იყვნენ, ადვოკატი, რომელიც 1980 წელს ჩნდება კომიქსში. ანიმაციურ ფილმში ‘Next Avengers: Heroes of Tomorrow’ ჯეიმს როჯერსი კაპიტანი ამერიკისა და შავი ქვრივის შვილია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ალტერნატიული სინამდვილე, რომლის მიხდვითაც, როჯერსი რკინის ქალზეა დაქორწინებული.
10. მან დაამტკიცა, რომ ღირსეულია
როგორც იცით, თორის ჩაქუჩის აწევა მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ. როჯერსმა კი დაამტკიცა, რომ ღირსეულია – მან შეძლო ჩაქუჩის აწევა. ეს მოხდა 1988 წელს, როდესაც კაპიტნის იდენტობა უყალიბდებოდა. კაპიტანმა ის, როგორც ჯენტლმენს შეეფერება, ხელიდან ხელში გადასცა თორს. როჯერსმა მოგვიანებითაც ასწია მიოლნირი, როდესაც ჩაქუჩი შემთხვევით დაეცა დედამიწაზე.
10 ფაქტი, რომლებიც უნდა იცოდეთ კაპიტან ამერიკაზე
1. მას უმეტესად ‘სუპერ ამერიკელს’ ეძახდნენ
როდესაც საიმონმა პერსონაჟის სკეჩი შექმნა, ზედ ‘სუპერ ამერიკელი’ დააწერა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არ იმუშავებდა, რადგან გამოცემაში უკვე ბევრი ‘სუპერ’ პერსონაჟი იყო, ასე რომ სახელად ‘კაპიტანი ამერიკა’ შეურჩიეს. ახალი სუპერგმირისთვის იშვიათად აკეთებდნენ ასე, მაგრამ კაპიტანს პერსონალური კომიქსი ჰქონდა, რომელიც 1941 წლის მარტში გამოვიდა, რომლის გარეკანზეც იგი ჰიტლერს სახეში მუშტს ურტყამდა. კომიქსის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც აპროტესტებდა და ამ პროტესტმა ისეთი ინტენსიური სახე მიიღო, რომ Timely Comics-ის ოფისებს ნიუ-იორკის მერმა დაცვა მიუჩინა.
2. მისი პირველი ეკრანიზაცია 1944 წელს სერიალის სახით გამოვიდა
3. სუპერ-ჯარისკაცის შრატმა მას სიძლიერეზე გაცილებით მეტი მისცა
4. მისი ფარი ყოველთვის ვიბრანიუმის ფრისბი არ ყოფილა
5. კაპიტანი ამერიკა ყოველთვის სტივ როჯერსი არ ყოფილა
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი ამერიკის იდენტობა რამდენჯერმე შეიცვალა, მისი იდეალები – სიმამაცე, თავისუფლება, სამართიანობა, მკაცრად დაცულია.
6. კაპიტანი ამერიკა შურირისმაძიებლების თავდაპირველი წევრი არ არის
7. კაპიტანი ამერიკა არც ნაციონალისტია და არც შოვინისტი
8. კრის ევანსს როლზე დამტკიცებამდე სამჯერ უთხრეს უარი
“შიში იყო, შენ შენი ცხოვრების მომდევნო ექვსი, შვიდი, რვა წლის გადაწყვეტილებას იღებ…’მოგვიანებით კი აღნიშნა:
“რაც უნდა გაშინებდეს, გადაეშვი მასში… და წარსულში რომ გავიხედო, ეს რომ არ გამეკეთებინა, ჩემს თავს წიხლებს ჩავაზელდი, რადგან ეს საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია…. სტივ როჯერსის ამბავი დიდებულია. ის დიდებული ადამიანია.’კაპიტანი ამერიკის როლზე განიხილებოდნენ რაიან ფილიპსი, ჯონ კრასინკი, ჩენინგ ტატუმი და ჩეის კროუფორდი.
9. კაპიტანი ამერიკა სიამოვნებით სარგებლობს თავისი რომანტიკული ნაწილით
თუმცა, ეს არ ყოფილა კაპიტნის ერთადერთი იერიში რომანტიკულ ხლართებში. როჯერსს პეგის დასთან, შერონ კარტერტანაც ჰქონდა ურთიერთობა.
მისი სხვა რომანტიკული ინტერესები სკარლეტ უიჩი და ბერნი როზენტალი იყვნენ, ადვოკატი, რომელიც 1980 წელს ჩნდება კომიქსში. ანიმაციურ ფილმში ‘Next Avengers: Heroes of Tomorrow’ ჯეიმს როჯერსი კაპიტანი ამერიკისა და შავი ქვრივის შვილია. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ალტერნატიული სინამდვილე, რომლის მიხდვითაც, როჯერსი რკინის ქალზეა დაქორწინებული.
10. მან დაამტკიცა, რომ ღირსეულია
Subscribe to:
Posts (Atom)