“GOTHAM”-ის პირველი სეზონის დასასრულს მაყურებლის წინაშე წარსდგა ახალგაზრდა გმირი, სახელად ჯერომი, რომელიც საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის გამო, გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. საინტერესო ხასიათისა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის დამსახურებით, ჯერომი გარშემომყოფთა აღიარების მოპოვებას უმოკლეს პერიოდში შეძლებს, ხოლო რამდენიმე თვეში ციხიდან გაქცევასაც ახერხებს და სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც საზოგადოებისთვის საშიში ბოროტმოქმედის ისტორია. სავარაუდოდ, სწორედ ჯერომი, იგივე კამერონ მონაგანი, განასახიერებს ცნობილ ბოროტმოქმედს, ბეთმენის დაუძინებელ მტერს, ჯოკერს, მისი გარსადასახვის ადრეულ წლებში.
სერიალ “GOTHAM”-ის შემქმნელი ბრუნო ჰელერი ჯოკერის შესახებ საუბრობს:
პირველ სეზონში ვაჩვენეთ ჯოკერის დასაწყისი, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, თუ როგორ შეიქმნა ჯოკერი, ვინ არის, საიდან წამოვიდა. ეს იყო ყველაფრის დასაწყისი, 6-7 წლით ადრე მომხდარი ამბავი, სანამ ნამდვილი ჯოკერი შემოვა სამყაროში, ჯოკერი, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ. მეორე სეზონის დასაწყისში დიდ აქცენტს გავაკეთებთ მასზე, რომ მოვყვეთ ამბავი თუ როგორ შეიქმნა ჯოკერი.მიუხედავად იმისა, რომ სერიალის პროდიუსერები ყველა კარტს ბოლომდე არ შლიან და არ ამბობენ, რომ სწორედ კამერონია მომავალი ჯოკერი, თავად ჯოკერს კი მხოლოდ იდეოლოგიას უწოდებენ, მაყურებლებს მაინც ღრმად სწამთ, რომ უნიჭიერესი ახალგაზრდა ჯეკ ნიკოლსონის და ჰიტ ლეჯერის გზას დაადგება და ჯარედ ლეტოსთან ერთად, 2016 წლის საუკეთესო ჯოკერი გახდება. მანამდე კი გთავაზობთ ვიდეოებს, სადაც კამერონს ჯერომის როლში იხილავთ, ჯოკერის ცნობილი სიცილითა და მანერებით.
თავად კამერონის შესახებ გეტყვით, რომ ჯამში, მონაგანის სამსახიობო კარიერა ცამეტ წელს ითვლის. იგი არაერთ კინოფილმსა და ტელეპროექტში უკვე იხილა მაყურებელმა, თუმცა მსოფლიო აღიარება ჯერ არ მოუპოვებია; ჯოკერის როლი კი, უდაოდ, წინ, წარმატებისაკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება მისთვის.
იმის განსჯა იმსახურებს თუ არა 22წლის უნიჭიერესი ახალგაზრდა მოირგოს საკულტო პერსონაჟის როლი და ისტორიული მსახიობების სიას შეუერთდეს, თქვენთვის მოგვინდია.
სერიალის მეორე სეზონის პრემიერა, გასულ კვირას, 21 სექტემბერს შედგა. მომდევნო სერიის ჩვენება 5 ოქტომბერს შედგება და ეპიზოდის სახელწოდება, ჯოკერის პატივსაცემად, იქნება “The Last Laugh”, რომელიც თარგმანში როგორც “უკანასკნელი გაცინება” – ასე ჟღერს.