Thursday, October 15, 2015

10 ფაქტი, რომლებიც უნდა იცოდეთ Wonder Woman-ის შესახებ

ქალი საოცრება ერთ-ერთი პირველი ქალი სუპერგმირია, რომელზეც DC პერსონალურ ფილმს გადაიღებს. მანამდე კი იგი ბეტმენსა და სუპერმენთან ერთად გამოჩნდება ტელეეკრანებზე. მათგან განსხვავებით, ქალ საოცრებას არც თუ ისე ბევრი ფილმი აქვს მიძღვნილი და ხალხიც ნაკლებად იცნობს. სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ 10 ფაქტს, რომელიც უნდა იცოდეთ ქალი საოცრების შესახებ:


10 ფაქტი, რომლებიც უნდა იცოდეთ Wonder Woman-ის შესახებ
1. ის ზევსის ქალიშვილია
მისი წარმოშობის ისტორია დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე იყო: დედამ თიხიგან გამოძერწა და ბერძენმა ღმერთებმა გაზარდეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გოგონას მამა არ ჰყავდა. ქალი საოცრების სუპერძალები ღმერთების მიერ დალოცვის შედეგია, მათ შორის ზეადამიანური სიძლიერე მისი ქალღმერთ დემეტრასგან და სუპერ სისწრაფე მაცნეთა ღმერთ ჰერმესისგან.
მაგრამ ბრაიან აზარელომ პერსონაღის წარმომავლობა შეცვალა და DC სწორედ ამ ახალ ვარიანტს გამოიყენებს ფილმებში, რაც იმას გულისხმობს, რომ ქალი საოცრება ღმერთების მეფის, ზევსის შვილია.
2. უილიამ მარსტონმა ქალი საოცრება შექმნა, როგორც გათავისუფლებული ქალის მოდელი
იმის გამო, რომ კომიქსებში მამაკაცი სუპერგმირები ჭარბობდა, DC-ის კონსულტანტს, უილიამ მარსტონს, გაუჩნდა თანამედროვე ქალი სუპერგმირის იდეა. პერსონაჟი, რომელიც ქალი საოცრება გახდებოდა, შთაგონებული იყო მარსტონის მეუღლით, ელიზაბეტითა და ოლივ ბაირნით, რომელიც წყვილტან ერთად ცხოვრობდა.
მარტონმა ეს პერსონაჟი სუპერმენისთვის მეტოქეობის გასაწევად შექმნა, თუმცა მას ასევე ჰქონდა ყველა ის პოზიტიური მახასიათებელი, რომელიც ქალთან ასოცირდება, როგორიცაა პატიოსნება და მშვიდობის სიყვარული.
ქალი საოცრების სერიები 1942 წელს გამოვიდა. მართალია კომიქსები ორივე სქესისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ სტატიები და რეკლამები მაინც ქალთა აუდიტორიისკენ იყო მიმართული. ის მალე მიიღეს სუპერგმირთა სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ქალი იყო სამართლიანობის საზოგადოებაში.
3. მარსტონს პოლიგრაფის შექმნაში მიუძღვის წვლილი
მარსტონი არა მარტო კომიქსების მწერალი და ქალი საოცრების შემქმნელი იყო, არამედ ფსიქოლოგი, ადვოკატი და გამომგონებელიც. მან გამოიგონა წნევის გასაზომი აპარატი, რამაც პოლიგრაფის გამოგონებას შეუწყო ხელი. მარსტონი ფიქრობდა, რომ სისხლის წნევასა და ადამიანის ემოციებს შორის კავშირი არსებობს, და სჯეროდა, რომ ქალები უფრო მეტად პატიოსნები არიან.
4. ის ამორძალთა პრინცესაა
ქალი საოცრება წარმოშობით სამოთხის კუნძულიდანაა (ტემისკირა), რომელიც ამორძალთა სამშობლოა. დედამისი დედოფალი იპოლიტაა, რაც ცხადჰყოფს, რომ ქალი საოცრება ამორძალების პრინცესაა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ამორძალები მებრძოლ ქალთა რასაა, რომლებიც კაცებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ. ისინი ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ვარჯიშსა და წრთვნას, რაც ასევე ადვილად ხსნის ქალი საოცრების ბრძოლის შესანიშნავ უნარსა და ღვთაებრივ ძალებს.ტყუილად კი არ მიაჩნია დაიანა ბეტმენს ერთ-ერთ ყველაზე ცხარე მებრძოლად დედამიწაზე.
5. ქალი საოცრება ომის ქალღმერთია
მისი ახალი წარმომავლობის მიხედვით, დაიანამ თავისი უნარების გასავითარებლად ბავშვობის წლები ომის ღმერთ არესთან გაატარა. როდესაც იმის ნაცვლად, რომ არესის ბრძანება შეასრულოს და მინოტავრი მოკლას, დაიანა შეწყალებას ირჩევს, გოგონა ღმერთისგან სიყვარულსა და პატივისცემას კარგავს.მოგვიანებით, საკუთარ ბოროტ ნახევარძმასთან კონფლიქტისას, დაიანა იძლებულია მენტორი მოკლას, თვითონ კი ომის ქალღმერთი ხდება. მას ტელეპატიურად შეუძია სამყაროს ჯარისკაცების კონტროლი და მათთან კომუნიკაცია. გამოიყენებს თუ არა არესის ძალას, ბრძოლისთვის მკვდრეთით აღადგინოს ჯარისკაცები, ჯერ-ჯერობით უცნობია.
6. სამაჯურები მის ძალას აკონტროლებს
ქალი საოცრება DC-ის სუპერგმირებიდან ერთ-ერთია, რომელიც თავისი ზეადამიანური ძალებით მინიმუმ სუპერმენის კატეგორიაში ჯდება. მან სუპერგოგოსაც კი აჯობა ძალებით, მით უმეტეს რომ ის ზოგჯერ სუპერმენზე ძლიერია. ქალი საოცრებას აშკარად ამორძალური წარმოშობა ეხმარება. მისი ვერცხლის სამაჯურები, რომლებიც ზევსის ფარისგანაა დამზადებული, მის ძალებს მას შემდეგ დაემატა, რაც სამაჯურები უმტვრევი გახდა და შესატევად ან თავდასაცვად გამოიყენება.
მაგრამ, ახალი წარმომავლობის მიხედვით, ქალი საოცრება სამაჯურებს ღმერთთან საბრძოლველად იხსნის და ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ სწორედ სამაჯურები იცავდა მის მოწინააღმდეგეებს თავისი ნამდვილი ძალისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალი საოცრების ულიმიტო ძალის სანახავად უნდა მოვემზადოთ.
7. მისი ფსევდონიმი დაიანა პრინცია
ქალი საოცრების საიდუმლო იდენტობა დაიანა პრინცია. Golden Age-ის კომიქსებში, პერსონაჟი მხოლოდ სამხედრო მედდაა, რომელიც საოცრად ჰგავს ქალ საოცრებას. მაგრამ ქალი საოცრება ნამდვილ დაიანა პრინცს საქმროსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში შეხვდა თავიანთი უფლებამოსილებების გასაცვლელად. ფსევდონიმიც აქ დაიბადა. ქალი საოცრება განაგრძობდა არმიაში დაიანა პრინცად მუშაობას და ლეიტენანტმა მალევე გადაიყვანა არმიის ინტელიგენციაში.
8. ქალი საოცრება ამერიკის სამართლიანობის ლიგის ერთ-ერთი პირველი წევრია
ამერიკის სამართლიანობის ლიგაში, რომლის დებიუტიც 1960 წელს შედგა, მხოლოდ ერთ ქალ სუპერგმირს მოიცავს და ეს გმირი ქალი საოცრებაა სუპერმენთან, ბეტმენთან, მარსიანელ ადამიანებზე მონადირესთან, ფლეშთან, მწვანე შუქურასთან და აქვამენთან ერთად.
9. ქალი საოცრება თორის ჩაქუჩს ფლობდა
მარველის ფილმოგრაფიული წარმატების წყალობით, ყველას სმენია თორის ჩაქუჩის შესახებ. ჩაქუჩს ერთ მხარეს ვკითხულობთ: ‘ვინც ჩაქუჩს დაიჭერს, თუ ამის ღირსი იქნება, თორის ძალას დაეუფლება’. ‘შურისმაძიებლებში’ ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც ჩაქუჩის აწევა შეუძლია, თორია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე პერსონაჟი, რომლებიც კომიქსებში ამ ჩაქუჩს ფლობდნენ, მათ შორის ქალი საოცრებაც.
10. ქალ საოცრებაზე აქამდე გადაღებული ეკრანიზაციები
რამდენჯერმე სცადეს, ქალ საოცრებაზე ფილმი გადაეღოთ, უმეტესობა წარუმატებელი გამოდგა. 1967 წელს სატელევიზიო შოუ სახელად ‘ ვის ეშინია დაიანა პრინცის?’ ჩავარდა. ქალი საოცრების როლს ლინდა ჰარისონი, მის ალტერ ეგოს, დაიანა პრინცს კი ელი ვუდ უიკერი თამაშობს. შემდეგი ცდა 1974 წელს იყო ქეტი ქროსბის მონაწილეობით. ერთი წლის შემდეგ დაიანა კვლავ უნდა დაბრუნებულიყო ტელეეკრანებზე ლინდა კარტერის მონწილეობით, თუმცა პირველი სეზონის შემდეგ პროექტი დაიხურა, სანამ სხვა არხმა არ იყიდა და მას შემდეგ კიდევ ორი წელი შეინარჩუნეს. 2011 წელს NBC-მ გადაწყვიტა, ქალი საოცრება ტელეეკრანებზე დაებრუნებინა, მის როლი ადრიანა პელიკს უნდა შეესრულებინა, თუმცა პროექტი საპილოტე ვერსიის გამოსვლამდე დაიხურა.
იმედია, მომდევნო ტელეეკრანიზაცია, რომელიც 2017 წელს გამოვა, წარმატებული გამოდგება