Thursday, October 15, 2015
Spider-men კომიქსის მიმოხილვა
Posted on 1:41 PM by dmitry
ადამიანი ობობები - ხუთ-ნომრიანი, 2012 წელს გამოშვებული მისისერიები მარველის მიერ. მთავარი გმირები არიან პიტერ პარკერი, ორიგინალი ადამიანი-ობობა და მაილეს მორალესი, ადამიანი-ობობა ალტერნატიული სამყაროდან. სერიები დაიწერა ბრაიან მაიკლ ბენდის მიერ, ხოლო ილუსტრაცია ეკუთვნის სარა პიჩელს.
როცა ის ქსელით დაქროდა ქალაქში, იისფერი შუქი დაინახა. ეს შუქი მიტოვებული საწყობიდან გამოდიოდა. ის შევიდა ამ საწყობში, და დაინახა რაღაც ტექნოლოგიური ნაწილები, რომლებიც სტარკის ნახელავს მიამსგავსა. ამ დროს მასში ობობის მგრძნობელობა ირთვება, მისტერიო მას ბლაგვ საგანს უმიზნებს, ამ დროს კი მისტერიოს ჩაფხუტი იმსხვრევა. ის ჩხუბს იწყებს მისტერიოსთან, და ამ ჩხუბში მკითხველი არკვევს რომ მისტერიო სხვა, ალტერნატიული სამყაროდანაა. ამ დროს რაღაც ხდება და ადამიანი-ობობა (პიტერ პარკერი) იისფერ შუქთან ერთად უჩინარდება. ის თვალებს ახელს ნათელ ქალაქში, სადაც პირველივეს ქუჩურ გარჩევას ხედავს. ის მაშინვე მსხვერპლს გადაარჩენს. მსხვერპლი გაოგნებულია იმით, რომ მან პიტერ პარკერის ფორმა ჩაიცვა... მოქალაქე მადლობას უხდის და მიდის. ადამიანი ობობა ქსელს უშვებს და უჩინარდება როცა ის გადაეყრება მაილეს მორალესს!
მეორე ნომერში მისტერიო ავატარს/კლონს ქმნის და კლონი ადამიანი-ობობის მოსაკლავად მიდის. პიტერ პარკერი მაილეს მორალესთან დიალოგს იწყებს. მაილესი ფიქრობ რომ ეს ნიკ ფიურის ტესტია. ისინი ბრძოლაში ერთმანეთის ვინაობას დაადგენენ. პიტერი ოთახში იღვიძებს სადაც წინ ნიკ ფიური ზის. ფიურის გარეთ გაყავს პარკერი და არკვევს რომ ეს ის პარკერი არაა ვისაც იცნობდა და ის რომ ალტერნატიული სამყაროდანაა. მაილესი პიტერთან ერთად ჯდება ვერტმფრენში (*აქ აღსანიშნავია რომ მაილესი ვერტმფრენში პირველად ჩაჯდა) და ისინი საუბარს იწყებენ პიტერ პარკერის სიკვდილზე. ამ დროს კი ვერტმფრენს ხვდება რაკეტა, რომელიც ვერტმფრენის აფეთქებას იწვევს. პიტერ პარკერი ახერხებს გადაარჩინოს მაილესი და პილოტი. ეს ტყვია კი მისტერიოს კლონისგანაა.
ბრძოლა იწყება მისტერიოსა და ადამიან-ობობებს შორის. ირკვევა რომ ამ ავატარს/კლონს ნამდვილი მისტერიო მართავს. მისტერიოს პორტალიდან ვილანები გადმოჰყავს. პიტერს ეს ილუზიები ჰგონია და მაილესს აფრთხილებს. ხდება აფეთქება. ამის შემდეგ ის იღვიძებს და ზემოდან შურისმაძიებლები ადგანან თავზე. სტარკს ხელში ხვდება ე.წ. "ავატარის ბუდე". პიტერი შურისმაძიებლებს თავს არიდებს. ის ფიქრობს რომ ეს უბრალოდ ილუზიებია. პარკერი მაღაზიაში შედის. ქურდს ქსელით იგერიებს და პლანშეტს იღებს. შედის დეილი ბაგლის საიტზე და ნახულობს სტატიას სახელით "ადამიანი-ობობა გარდაიცვალა. ნიუ-იორკის დაცემული გმირი". მაღაზიის გამყიდველის ყელსაბამს შეამჩნევს რომელზეც ადამიანი-ობობას ლოგოა გამოსახული. ის პასუხად იღებს: "ეს დაცემული გმირისადმი პატივისცემაა". ის თხოვს გამყიდველს მოუყვეს ისტორია პიტერ პარკერის სიკვდილზე. ამის შემდეგ ის მის სახლში მიდის სადაც გვენ სტეისი და დეიდა მეი დახვდება.
რაღათქმაუნდა ორივეს ჰგონიათ რომ ეს ვინმე მასხარაა და პიტერ პარკერი არაა. დეიდა მეი მას სახეში ურტყავს ხოლო გვენი მაშინვე ჩხუბს უწყებს. ამ დროს მაილესი გამოჩნდება და ამბობს რომ ეს ნამდვილად პიტერია. დეიდა მეის გული მისდის. იმართება დიალოგი ფიურისა და სტარკს შორის. სტარკი ამბობს რომ ვერაფერი იპოვა და არ სჯერა სხვა სამყაროების არსებობის. ფიური ამბობს რომ მას იმის არ სჯერა რასაც ვერ ამტკიცებს. მას სურს პიტერი თავის სამყაროში დააბრუნოს. გვენი ემ ჯეის (მერი ჯეინს) ურეკავს და ამ ამბავს ატყობინებს. დეიდა მეი სავარძლიდან დგება და კიბეებზე ადის, მაღლა ოთახში, სადაც დაინახავს თუ როგორ საუბრობენ მისი "გარდაცვლილი" პიტერი, მაილესი და გვენი. ირკვევა რომ გვენი დეიდა მეისთან იმიტომ ცხოვრობს რომ დედამისი გაქცეულია, მამამისი კი მკვდარია. პიტერი კი იგებს რომ ემ ჯეი ამ სამყაროშიც არსებობს. ის ხსნის თუ როგორ მოხვდა აქ. რომ არსებობს სუპერმოდელი ემ ჯეი და ა.შ. ირკვევა რომ მისი ვინაობა გვენმა, დეიდა მეიმ, ემ ჯეიმ, ოსბორნმა და კიტი პრაიდმა იცოდნენ. და ასევე ირკვევა რომ პიტერს და კიტის რომანი ჰქონდათ. ამ დროს შ.ი.ე.ლ.დ.ი.ს მანქანა მოდის, პიტერი ემშვიდობება "ოჯახის წევრებს" და ფიურისთან ერთად მიდის. პიტერი სტარკთან მიდის და ისინი ერთად იძიებენ მისტერიოს ხრიკებს. მაილესმა მისტერიოს ლაბორატორიას მიაგნო. შურისმაძიებლები და აგენტები მის დასაჭერად მიდიან!
მისტერიოს სურს "თვალი შეავლოს" ადამიან ობობას და მის ახალ ავატარს/კლონს ააქტიურებს. მაგრამ უცბად ადამიანი-ობობები და შურისმაძიებლები მასთან ჩნდებიან. მაილესმა და პიტერმა მისტერიო აიყვანეს. პიტერი თავის სამყაროში დასაბრუნებლად ემზადება. მისტერიო თავისუფლდება და კლავიატურას იჭერს ხელში. ხდება აფეთქება და მისტერიო ისევ რაღაცას აფეთქებს. მისტერიომ ამ კაფსულებით მათ მათი უდიდესი შიში დაანახა. და ის ახლა პორტალში შესვლას ლამობს მაგრამ მაილესი მას გამოიყვანს. მაგრამ მორალესი და მისტერიო მაინც გადადიან პიტერის სამყაროში. მაგრამ ისინი მალევე ბრუნდებიან (ჩხუბით) მის სამყაროში. ისინი აპატიმრებენ მისტერიოს და პიტერი ემზადება წასასვლელად. ის მაილესს რამოდენიმე რჩევას აძლევს... მაგრამ ბოლო რჩევის თქმას ვერ ასწრებს და პორტალი იხურება. პიტერი მოწესრიგებას იწყებს... შემდეგ სააბაზანოდან გამოდის და გუგლში ვინმე მაილეს მორალესს ეძებს. და გაკვირვებული რჩება...
ასე მთავრდება ეს კომიქსი. შემდეგი ჩემი სტატია იქნება "ვინ არის მაილეს მორალესი პიტერ პარკერის სამყაროში?" რაც დარწმუნებული ვარ ყველას დააინტერესებს.
კომიქსის ქართულად წასაკითხად ეწვიეთ საიტს www.skycomicsgeorgia.blogspot.com
სტატია მოამზადა : დიმიტრი შიუკაშვილმა